ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდება
https://m2b.ge/post/217486-zirula-xaragauli...amde-dasruldebaსაავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და ერთობლივი საწარმოს Pyunghwa Engineering Consultants Ltd, Yooshin Engineering Corporation, Roads Rehabilitation and Modernization Supervision Direction Ltd წარმომადგენელმა კიუნ ჩულ შინმა მოაწერეს ხელი.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. სამუშაო მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
პ.ს. ვინმე თუ ხართ ამ გზაზე ნამყოფი და რა მდგომარეობაში ამ ეტაპზე? მგზავრობა თუ არის შესაძლებელი?