#53408452 · 11 Sep 2018, 13:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლოს ჩავიფსი ძილში 10 წლის რო ვიყავი სკოლიდან წავედით ორკვირიან ექსკურსიაზე და დილას რო გავიღვიძე ჩაფსმული ვიყავი და დამრიგებელმა გვითხრა აბა დროზე ადექით და საუზმეზე უნდა გავიდეთო, ყველა ადგა და მე არ ვდგებოდი, მეთქი ძალიან დასუსტებული ვარ ვერ ვდგებითქო, არადა ჩაფსმული მაქვს შიგნით თან აი ბევრი რაა, იმდენი რომ ვერც გაშრებოდა ფიზიკურად, თან ციოდა, მთაში ვიყავით... ხოდა მოვიდა და ცდილობს რომ საბანი ამხადოს, და მაგრად ავნერვიულდი და მთელი ძალით დავიჭირე საბანი და ვეუბნები, მააას მართლა ცუდად ვარ და გთხოვთ ვიქნებითქო... ეგრევე მიხვდა ყველაფერს, კარგი, დაისვენეო და გავიდა... დაახლოებით 1 საათი ვიცოდი რომ სამზარეულოდან არ ამოვიდოდნენ ჩემი სკოლელები, ხოდა ავდექი, ცოტა წავიბანავე, ის სველი ტრუსიკი გადავაგდე და ასე დავტოვე ლოგინი, აბა სხვა რა უნდა მექნა? მერე კიდევ ვიჯექი აივანზე მაგარი დაგრუზული და ვფიქრობდი, ნეტავ ვინმე ხომ არ მიხვდა რამესთქო? უფრო კლასელების მიტყდებოდა, თან ზოგი მაგარი გამოყლევებული ჭორიკანა იყო, გოგოებს მოუყვებოდა და მერე ყველა მე დამცინებდა... მოკლედ ვერავინ ვერ მიხვდა საბოლოოდ, მაგრამ ამ ლოგინში რა ჩაწვებოდა ხელმეორედ?
ხოდა საუზმიდან ამოდიან უკვე ეს ჩემი სკოლელები, დანაწილდნენ ყველა თავის ოთახში და ჩემი კლასელებიც მოვიდნენ ჩემ ოთახში...
და ჩვენი დამრიგებელი შემოდის ჩვენ ოთახში, მე უკვე ჩაცმული ვარ და ეს ლოგინიც 'დალაგებული' მაქვს ჩემი ჭკუით, ხოდა გვეუბნება, აბა ეხლა ყველა სასწრაფოდ, ქვეშაგებები, საბნები, ბალიშები, სუყველაფერი გაფინეთ, ათასი ბაქტერიაა აქ და სუფთა ჰაერზე გაფინეთ რომ გასუფთავდესო... მერე მე მომიბრუნდა და, თორნიკე შენ წადი ჭამე, მშიერი იქნები და შენსას ჩვენ მივხედავთ და დანარჩენებმა ყველამ თქვენ-თქვენი გაფინეთო...
წავედი, მოვედი და ნუ გარეცხეს და მიხედეს რაა, ყველანაირ უხერხულ მდგომარეობას ისე ამაცილეს რომ საერთოდ არ მაგრძნობინეს არაფერი, კლასელებმაც რათქმაუნდა ვერაფერი ვერ გაიგეს, აი რავიცი, იმხელა ამოსუნთქვა იყო ეს ჩემთვის, რომ ეგ საქციელი დღემდე არ მავიწყდება და იმ ჩემ დამრიგებელს დღესაც იმხელა პატივს ვცემ რომ აი ვერ აგიღწერთ რაა, მგონია რომ ბევრი ადამიანი ასე არ გააკეთებდა...
This post has been edited by Englaaand on 11 Sep 2018, 13:03
|