რა კარგი ბავშვები გყავთ
Perseus12აუ გამახსენე რა, გზაში გულისრევისას რას ასმევ? მახსოვს წერდი სადღაც. მე დრამინა ვიცოდი მარტო და შენ უკეთესს მიაგნებდი

ეს რა ყოფილააა, მე შეხება არ მქონია მრწყეველა ბავშვებთან და გზაში სულ არწყევდა ჩემი თამრო

იმედია, იმის ბრალია რომ მანქანაზე მიუჩვეველია. ტყიურივით იზრდება )) ვერ ვიტან მანქანაში ბავშვების ჩასმას და არც ხვდებიან მანქანაში ჩემები უიშვიათესი აუცილებლობის გარდა და აჰა!
პ.ს. ჩვენ სოფელში ვართ უკვე 3 კვირაა, ძალიან კარგად ვისვენებთ. თამუნა სიჯიუტის და დაუმორჩილებლობის ფორმულაა. პერსევსი რომ წერდა 3 სიტყვაში მაგდებსო თავისაზე, ეგრეა ესეც.. პატარა კაცუნა სიყვარულის და სიღუნღულის ფორმულაა, თამარი ტანჯავს როცა შანსი მიეცემა და მაგით მეჩაგრება ცოტა

ორი მიყოლებული ბავშვი არის კატასტროფულად ძნელი, საგიჟეთის ბილეთია თუ მარტო ხარ.. ვერც კი წარმომიდგენია მარტო ცხოვრება. 2 საათია მაქსიმუმი როცა მარტო ვრჩები, ისიც თამუნას ძილს ამთხვევს დედაჩემი (ქვემოთ თავის სახლში მირბის ხოლმე)
Sarcasm - Is a way of offending idiots so they couldn't even understand it (c) House
ნენოტექნოლოგია: იდეალი, მაგალითად, ხომ ცხვება ნიგვზით, თაფლით, სგუშონით და ა.შ. ნენო აკეთებს რკოთი, სახარინით და კარტოფილით... (c) ინფინიტი <3