#60607419 · 5 Aug 2023, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო,
გარკვეულ პიროვნულ კრიზისულ ფაზას გავდივარ, ძალიან მგრძნობიარედ, გამკლავებას შევძლებ სავარაუდოდ, თუმცა ვატყობ სერიოზულ ადამიანურ რესურსს შეიწირავს. ზოგადად, ჩაკეტილობა ჩემი მძიმე პრობლემაა, ყოველთვის მარტო ვცდილობ შინაგანი სირთულეების თუ მწვავე ემოციების დაძლევას. დღეს რეალურად გავაცნობიერე, რომ ჩემი ძალები ამოწურვადია, ვსუსტდები და თუ სხვასთან გაზიარებას არ მივმართე, უბრალოდ ელემენტარული ემოციური გამოწვევის დაძლევის უნარებსაც დაკარგავს ჩემი ფსიქიკა. ჩემი აზრით მჭირდება საუბრები, კარგი მსმენელი, გარღვევა საკუთარი ჩარჩოების...
ამ კატეგორიაში პირველად ვარ, ვკითხულობ თემებს, მიჭირს რომელიმე ფსიქოლოგზე შეჩერება, სიმართლე გითხრათ, არაფერს მეუბნება მხოლოდ სახელი, გვარი, ხარისხი. ინდივიდუალური მიგნება მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ზოგადად ალბათ ამ სპეციფიკურ სფეროში.
თუ არ დამზარდებით, დამიწერეთ აზრი თუ რეკომენდაცია, ჩამონათვალი სპეციალისტების.
მადლობა!
--------------------
+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-
|