რატომ შემცირდა მშენებლობაში FDI 2.2-ჯერ, სასტუმროების და რესტორნების სექტორში კი - 3.3-ჯერ
2018 წლის მეორე კვარტალში მშენებლობაში FDI 2.2-ჯერ შემცირდა, სასტუმროების და რესტორნების სექტორში კი - 3.3-ჯერ.
კერძოდ, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში მშენებლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა წლიურად 66.8 მლნ დოლარიდან 29.1 მლნ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება სასტუმროების და რესტორნების სექტორში FDI-ის მოცულობას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თუ 2017 წლის მეორე კვარტალში ამ დარგში უცხოური ინვესტიციები 25.1 მლნ დოლარს შეადგენდა, 2018 წლის მეორე კვარტალში შემცირებულია 7.6 მლნ დოლარამდე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე აღნიშნულს ეკონომიკის ციკლურ ხასიათს უკავშირებს.
„მე ამას ყოველთვის ვხსნი ეკონომიკის ციკლურობით. წინა კვარტალში ზრდა იყო სასტუმროებსა და რესტორნებშს და მშენებლობის სექტორში. შესბამაისად, სწორედ ის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ყველა სექტორი თანაბრად მიმზიდველი იყოს პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის და შევუქმნათ მათ მიმზიდველი პირობები, რათა ყველა სექტორში ინვესტიციები განახორციელოს. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ყველა სექტორში ზრდა გვექნება“, - განუცხადა BM.ge-ის მიქაბაძემ.
http://www.bm.ge/ka/article/ratom-shemcird...-33-jer--/24304წეჩკის ბრალია