giorgi711
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 101
წევრი No.: 162780
რეგისტრ.: 2-March 13
|
#53417646 · 13 Sep 2018, 01:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
რამდენიმე კვირის წინ ,ერთ-ერთ ჰოლანდიურ კომპანიის საიტზე წავიკითხე სიახლე, რომ მათ(კომპანიას) "აფხაზეთის რესპუბლიკაში" აუშენებიათ სათბურები, "აფხაზეთის რესპუბლიკა" ასე ეწერა ზუსტად.
მივწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს, არაფერი მოუწერიათ, უკვე 10 დღე გავიდა. ახლა ვნახე კანადურ ფირმას(canadavisa.com) სიაში ჰყავს "აფხაზეთი" და "სამხრეთ ოსეთი", ვიფიქრე, უბრალოდ პროგრამისტებმა სია დააკოპირეს და სიაში მოხვდნენ თქო. დავუკავშირდი, ავუხსენი რა იყო, როგორ იყო, აქცენტი იმაზეც გავაკეთე, რომ კანადა არ აღიარებს მაგათ, მაგრამ უშედეგოდ. არ შევცვლით სიას, რაც გინდა ის ქენიო, დასამშვიდებლად, მითხრეს, ეს სია მხოლოდ იმისთვისაა, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში მოვემსახუროთ ხალხსო და არავის დისკრიმინაცია რომ არ გამოვიდესო და სხვა მიზანი არ გვამოძრავებსო
მაგრამ, საინტერესო ის იყო, "აფხაზეთის" მოქალაქეს შეუშვებენ კანადაში? ამაზე არ მიპასუხეს, მითხრეს რომ სათქმელი აღარაფერი გვაქვსო და დამიხურეს ჩათი. ეს ფირმა კონსულტაციას უწევს კანადაში ემიგრაციის მსურველებს.
მოკლედ, ვირზე შეჯდნენ რომ იტყვიან, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავთ და ნუ პროვოკატორობო, ამით დასრულდა ჩვენი მიმოწერა. კი ბატონო, მოემსახურე იმ "აფხაზს",გაუწიე კონსულტაცია, მაგრამ, სახემწიფოდ რატომ აღიარებ ? დაუწერე აფხაზეთი(საქართველო),როგორც მინიმუმ, თუ საქმე აქვს, ასეც დაგიკავშირდება, ან თუ უნდა რუსეთი ჩაწეროს სიაში.
არანაირ ცვლილებას არ შევიტანთ სიაშიო. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუსვი კითხვა უკვე ფეისბუქზე და ველოდები პასუხს, ღამით მივწერე, არასამუშაო საათებში. თუ დამseenავენ დავინახავ მაინც.
რამდენიმე კითხვა მაქვს მასთან, ვინც ერკვევა ასეთ საკითხებში: * "აფხაზეთის" ჩასმა ქვეყნების სიაში, არ ნიშნავს მის სახელმწიფოდ აღიარებას? ანუ, შეგიძლია ჩააგდო მაგალითად "დნეპრისპირეთი" და თქვა "ოჰ, ეს არაფერია, უბრალოდ დისკრიმინაცია არ გვინდა ამ ხალხისო" ? * მსგავსი ქმედება არ ნიშნავს კანადის კანონმდებლობის დარღვევას ? * შეიძლება როგორმე აიძულო ეს ფირმა, რომ შეცვალოს სია? მაგალითად კანადის საელჩოს საშუალებით, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით ? * თუკი კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლობა და აღიარება ამ "სახელმწიფოების", მაშინ რა განსხვავებაა იმ ქვეყნებს შორის, ვინც აღიარებენ და ვინ არ აღიარებენ ? * კიდევ ერთ კითხვას დასვამ, ამერიკულ საიტებზე, ინგლისურად ხშირად მხვდება ინფორმაცია, თითქოს საქართველო დაესხა თავს რუს "სამშვიდობოებს" და ოსებს და რუსეთი იძულებული გახდა რომ ჩარეულიყო, და როგორ ? რატომ ვრცდელდება ამერიკულ საიტებზე ასეთი ინფო, როგორ იქონია რუსეთმა ამხელა გავლენა ?! 2008 ში 12 წლის ვიყავი და არ ვადევნებდი თვალს, რა რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში და ვის რა არგუმენტი ჰქონდა.
ობიქტურად რომ შევხედოთ, მგონი ვიცით, რომ მაგრად ჰკიდია კანადურ კომპანიას "აფხაზეთიც" და მთლიანი საქართველოც, და ისიც ვიცი, რომ სიის შეცვლით არც რუსეთის ჯარი დაბრუნდება რუსეთში და არც სეპარატისტები შეიცვლიან აზრს. მაგრამ, პრინციპის საკითხი უფროა, ანუ რატომ, ეგ არ მესმის... რატომ შეიძლება რომ კომპანიამ დაიკიდოს სახელმწიფოს(კანადის) პოზიცია და გითხრას რომ მე ასე ვფიქრობ და მკიდიაო ?
ანუ, ყველაზე მეტად მეოთხე პუნქტში რომ კითხვაა, ეგ არ მასვენებს... რას ნიშნავს აღიარება და არ-აღიარება?
თქვენი აზრი თვითონ ფაქტთან დაკავშირებით ვიცი როგორიც იქნება, უფრო პასუხებს ველოდები ჩემს კითხვებზე, ანუ გვაქვს რაიმე შანსები რომ შევაცვლევინოთ ინფორმაცია საიტზე ?! თუ აზრი არ აქვს ?! ვინც იცით ზუსტად, გთხოვთ რომ იმან მიპასუხოს.
P.S ადრე პოლონურ კომპანიასტან მქონდა ეგეთი შემთხვევა და აფხაზეთი(საქართველო) - თი ჩაანაცვლეს, "სამხრეთ ოსეთი" არ იყო სიაში
ჰო, პოსტის გაფორმება და ა.შ არ გამომდის და შეიძლება ცოტა რთული წასაკითხიცაა, უკაცრავად.
|