რუსეთი - ზნეობრიობის დეფიციტითა და საოჯახო ფასეულობების უარყოფით - პირველ ადგილზე მსოფლიოში!რუსეთი - ზნეობრიობის დეფიციტითა და საოჯახო ფასეულობების უარყოფით -პირველ ადგილზე მსოფლიოში!
როგორც ცნობილია, ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგენი და ევრაზიული ერთობის მომხრეები არგუმენტად იყენებენ უპირატესობას ისეთ პარამეტრებში, როგორიც არის ოჯახის ერთობა, ზნეობრივი სიწმინდე და ბავშვთა აღზრდის პრინციპები. დასამალი არ არის, რომ მათთვის მისაბაძი ქვეყანა გახლავთ პუტინის რუსეთი. ძალიან მოვიწადინეთ, მოგვეპოვებინა მასალები მათი არგუმენტების გასამყარებლად, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსული წყაროებიდან ვერაფერი სანუგეშო ვერ მოვიძიეთ. პირიქით - სინამდვილე აღმოჩნდა დაუნდობელი და დამთრგუნველი. ქვემოთ გთავაზობთ ამ სავალალო შედეგებს:
„სამედიცინო ეთიკის“ ფუნდამენტური სახელმძღვანელოს ავტორი, ირინა სილუანოვა წერს: „რუსეთს მტკიცედ უპყრია ხელთ პირველი ადგილი მსოფლიოში აბორტების რიცხვის მიხედვით“. (http://life.orthomed.ru/zhizn/etika/00034.htm)
ცნობილი რუსი მწერალი მიხეილ ველერი იძლევა შემდეგ მონაცემებს: „უკანასკნელი დროის გამოკვლევების თანახმად, რუსი ქალების 61% დაკავებულია სექსით, როგორც მეორე სამუშაო ადგილით. რუსულ წარმოდგენაში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას პროსტიტუციას არც კი ეძახიან“. (http://www.eg.ru/daily/assorti/20935/)
რუსული ანალიტიკური საიტი „ტოპა. რუ“ გვამცნობს, რომ „რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში განქორწინებების, უკანონოდ შობილთა და მიტოვებული ბავშვების რიცხვით“ იგივე საიტი ასაჯაროვებს რუსეთის პირველ ადგილს ალკოჰოლისა და ჰეროინის მომხმარებელთა და მწეველი ბავშვების რაოდენობით.(http://www.topa.ru/russia-top.htm)
ყველაზე ავტორიტეტული რუსული საინფორმაციო საიტი „ლენტა.რუ“ იუწყება: „ყოველწლიურად ყოველ 100 000 მოზარდიდან 16 ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ეს ციფრები თითქმის სამჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს“. საიტი შემდეგ სვამს კითხვას: „რატომ არის რუსეთი მსოფლიოშიპირველ ადგილზე ბავშვთა სუიციდის მიხედვით“? და თავადვე პასუხობს:„ეკონომიკური კრიზისი და სოციალური არასტაბილურობა არის ის ნიადაგი, რომელიც იწვევს მსგავს მიზეზებს“. (https://lenta.ru/articles/2014/11/10/death/)
აქვე იხილეთ:
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში მოსახლეობის აბსოლუტური კლებადობით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში სპირტისა და სპირტის შემცველი პროდუქტების მოხმარების მიხედვით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში თამბაქოს გაყიდვით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ყალბი წამლების დამზადებითა და გასაღებით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში უმაღლესში მოწყობისთვის გადახდილი ქრთამების რაოდენობით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ავიაკატასტროფების რიცხვით (მსოფლიოს
საშუალო მაჩვენებელზე 13-ჯერ მეტი),
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში განზრახ მკვლელობების რიცხვით - 21,5
ყოველ 100 000 მცხოვრებზე,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რიცხვით
(720-780 ყოველ 100 000 კაცზე),
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის ქსელით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში „აივ“ ინფიცირებულთა ზრდის ტემპის
მიხედვით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ფსიქიკური დაავადებების რიცხვით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში მილიარდერების რიცხვით, რომელთაც
ანგარიშგება მართებთ მართლმსაჯულების ორგანოების წინაშე,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ჩინური ავტომობილების რაოდენობით,
რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ავსტრალიიდან შემოტანილი კენგურუს
ხორცის იმპორტით.“
მოდით და დავეკითხოთ ახლა პუტინის რუსეთისა და ევრაზიული კავშირის მომხრეებს - კარგით, დავუშვათ შევარდნაძის ეპოქის დროინდელი ავსტრალიური კენგურუს ხორცი მოგენატრათ - სხვა საკითხებში მაინც რაში გარგიათ რუსეთთან გაყოფილი უკუჩემპიონობა მსოფლიოში?
http://www.tzona.org/post/damexseni-chrdil...shentan-saziaro