"Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი - 30წუთის წინ მელიქიშვილზე თქვენს მარკეტში დაცვის თანამშრომელი გოგონა კინაღამ წიხლებით შემდგა. შევედი ჩანთით (ადრეც შევსულვარ) თურმე სადღაც ჭოპორტიდან დამიძახა, რომ თურმე კალათაში უნდა დამეტოვებინა ჩანთა(ნუ რატომ უნდა დავტოვო პირადი ნივთი სადაც ტელეფონი და ფული მაქვს კალათაში არ ვიცი) მე ვერ გავიგე რომ მეძახდა და გაგავგრძელე პროდუქტების არჩევა) რის შემდეგაც მომდგა და ძალიან უხეშად მიბრძანა რომ ჩანთა დამეტოვებინა, მე აღარ ვისურვე არც არაფრის ყიდვა და დავტოვე ტერიტორია, კარებში გასვლის წინ კი ვუთხარი, რომ არ ვარ ვალდებული ვიღაცის გადმოძახილს დავემორჩილო. რის შემდეგაც თქვენმა დაცვის თანამშრომელმა გამომგლიჯა ლამის კარი და სიტყვა სიტყვით მიღრიალა "ახლა გინდა წიხლებით შეგდგე და კბილები დაგიმტვრიო და მომიქნია ხელი, რომელიც შემთხვევით ამცდა. " ჰოდა ასეთ დროს რას ვშვებით? ვხსნით კამერებს, თუ აქვე გამცემთ პასუხს რა ჯანდაბა იყო ეს?
Share❗გთხოვთ გადააზიაროთ და მონიშნოთ
Update
მას შემდეგ რაც დავრეკე ნიკორას მონიტორინგში ვითომდა ნახეს კამერები, გადასცეს ინფორმაცია და" შეწუხდნენ"დილით ნიკორაში მისულმა აღმოვაჩინე, რომ მენეჯერმა რომელიც კაი ხანი თევზის თვალებით მაკვირდებოდა არაფერი არ იცის, ეს ისტორია რაც მიწერია მოვყევი მინიმუმ სამჯერ და მივიღე პასუხი "ასე ნამდვილად არ უნდა ეთქვა" და რამ გამოიწვია კონფლიქტი? და თქვენ ახლა რას ითხოვთ? ჩვენ მომავალში აღარ დავუშვებთ ასეთ ფაქტს.. შემდეგ ირკვევა რომ დაცვა ნიკორასი არ არის და არის დაცვის სამსახურის "ორბი" მათმა თანამშორმელმა ოდნავ ფეთქებადი გოგოაო და დამაკავშირეს დაცვის უფროსთან რომელმაც მომაყოლა ეს ისტორია და "ვათავისუფლებო" მას შემდეგ კი რაოცა ვიკითხე რომ რა გარანტიები მექნებოდა რომ გაათავისუფლეს, სწორედ ისეთი ტონით მიყვირა როგორც იმ გოგომ.. სიტყვაზე უნდა ვენდო, არ არის ვალდებული რამე ოფიციალური დოკუმენტი მანახოს..მაგრამ მოვიდა მაინც ნიკორაში, თუმცა პირისპირაც" მორჩა ვათავისუფლებ მითხრა", ასევე თურმე ადამიანის ბუნება ჭრელია თუ რაღაც, ასე ვერ გათვლი ვინ როგორი... შემდეგ ისევ ნიკორას თანამშრომლების კითხვები და მენეჯერი რონელიც "ნეტაი ერთი შენ სახით მიყურებს, ხო გაათავისუფლებენო და ყველა ისეთი სახით მიყურებს" სამსახურები ისედაც ჭირს, ქართველები მხარში უნდა ამოვუდგეთ ერთმანეთს, ცოტა გავიჭირვოთ" , მოკლედ ბუა გამოვედი.. მაგრამ არც ორბისგან არც ნიკორას თანამშრომლებისგან სიტყვა ბოდიში არ მომისმენია... მენეჯერი თვლის რომ ნიკორა პასუხიანგებელი არ არის, რადგაბ დაცვა ორბისაა, ორბი თვლის რომ სიტყვაზე უნდა ვენდო.. ახლა ნიკორა მიკომენტარებს და მობილურის ნომერს მთხოვს, როცა უკვე ოთხმოცჯერ დავუკავშირდი და სულ მცირე მგონია საკითხი განიხილეს ამათმა ჩემი ნომერიც არ იციან..”
https://www.facebook.com/Gavrilidi.anna/pos...5471569?__xts__[0]=68.ARCJHxVZdaUiYTCqBkSTlGuHpDOIix64AdS0zpGFu50epOcllahEFWIziUz8XEBGqh_XtV96wEYgiC7DJHqTAfdudSDENXlvM6eQv6JBcx6e7Bm38OiLO8thpq_R_IctCRLJDX1kUeuTwJNINNUj876IgkokvkjgpRrs3rNRviED0DtErU3-4w8&__tn__=-R
This post has been edited by Adam_Beyer on 13 Sep 2018, 17:19