ინტერნეტ მომხმარებელი თორნიკე ქარჩხაძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას ავრცელებს:
"სალამი მეგობრებო,
გუშინ ჯერ ფბ-ზე პოსტს გადავაწყდი მათ შესახებ და მერე ღამით მეგობართან ერთად აღმაშენებელზე მივსეირნობდი და რეალურად ვნახე.
მოკლედ რაღაც ახალი სასტავია, "საქართველოს დარაჯი" ჰქვიათ. კომუფლირებული (ჯარისკაცის) შარვლიანი, შავმაიკიანი 2 ტიპია, დადიან აღამშენებელზე (პოსტიც იქიდან იყო) და ტვინს უ**ნავენ უცხოელებს, პასპორტს სთხოვენ, ეკითხებიან საიდანაა და რისთვისააა ჩამოსული, ძირითადად ირანელებს, არაბებს და აშ. ამბობენ რომ არალეგალებს ეძებენ და ებრძვიან... იდეაში ასე უხეშად რომ მიუდგე საკითხს, თითქოს კანონს არ არღვევენ, უბრალოდ ელაპარაკებიან, თანაც არალეგალების პოვნის შემთხვევაში, მათზე პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება მომენტ მოქალაქეს შეუძლია (და ალაბთ ევალება კიდეც). ნუ, სინამდვილეში რაც ხდება, ალაბთ ყველა ვხვდებით - ტვინს უ**ნავენ ქუჩაში ხალხს, აწუხებენ და უამრავ უხერხულობას და უსიამოვნებას ქმნიან. ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს და ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს, მოგეხსენებათ და ამიტომ ამ საკითხზე აღარ შევჩერდები!
საჭიროდ ჩავთვალე ეს ინფორმაცია მომეწოდებინა და იქნებ რამე მოვიფიქროთ და მოვიმოქმედოთ ამ საქმეზე...
"საქართველოს დარაჯის დარაჯი" გავაკეთოთ მაგალითად და ესენი რომ გამოვლენ ღამე სამუშაოდ, ჩვენ დავედევნოთ და ესენი რომ იმათ მოუ**ნავენ ტვინს, ჩვენ ამათ მოვუ**ნათ. არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ? იქნებ რამე ლეგალური და ადვილი გზაც არსებობდეს?"-წერს თორნიკე.
სხვა ინტერნეტ მომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ ეს ხალხი მათაც შენიშნეს:
"მეც ვნახე აღმაშენბელზე და იარაღი ჰქონდა შარვალზე მიმაგრებული, გაზის ალბათ იმედია... მაგრამ მგონი გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. ადამინების დაშინება ჰქვია ამას,"
"არ ვიცოდი რას შვებიან, ახლა აქ წავიკითხე მაგრამ მართლა საშიშად გამოიყურებიან. მე ლესელიძეზე ვნახე ორჯერ უკვე, აგინებენ და აგრესიულად ელაპარაკებიან უცხოელებს."
"მივიდნენ გუშინ ჩემს თვალწინ და პასპორტები მოთხოვეს ვიღაცეებს და იმათ მაგრად გაუკვირდათ... და ნუ ეს იმენნა აგრესიული ტონით ელაპრაკებოდა, მერე ცოტა ყვირილიც გაიჩითა... იქვე ზავიდენიიის ქართველი ტიპები ჩაერივენ მერე და განიმუხტა სიტუაცია. მე რომ სადმე ევროპაში ესეთი რამე დამემართოს, ძალიან გამიტყდება,"
"ჩვეულებრივი უკანონო ფორმირებაა (თუნდაც უიარაღო), რომელსაც წესით შსს-მ უნდა მიხედოს. კონტრ დარეკო კი არ უნდა შევქმნათ, შსს უნდა ავაწრიალოთ, კანონი აღასრულოს," - წერენ ინტერნეტ მომხმარებლები.
ინფორმაცია ე.წ.საქართველოს დარაჯების მიერ სააგენტომ გუშინაც გაავრცელა. პორტალი შსს-საც დაუკავშირდა, თუმცა, პრეს-ცენტრის დაპირების მიუხედავად, რომ საქმის ვითარებას გაარკვევდნენ, პორტალს შსს-დან არავინ დაკავშირებია.
https://presa.ge/new/?m=society&AID=68641 UPDATE:"საქართველოს დარაჯის" საქმეზე შსს-მ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საქართველოს დარაჯის" საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს.
შსს ამბობს, რომ ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება.
საქმე ჯგუფს ეხება, რომლებიც რამდენიმე დღეა, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირებენ, საკუთარ თავს "საქართველოს დარაჯებს" უწოდებენ და უცხოელებს ავიწროებენ.
* * *
223 მუხლით ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ბანდფორმირების ორგანიზება.
ბანდფორმირებაში გაწევრიანება, მონაწილეობა, წვრთნა, ახალი წევრების გადაბირება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან შვიდ წლამდე.
ბანდფორმირების სიმბოლიკის პროპაგანდა და გავცელება ისჯება 3 წლით.
ბანდფორმირებისთვის ულადი რესურსების შეგროვება, ქონების გადაცემა, დაფინანსება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )