რა მაინტერესებს, გეხვეწებით სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ პოსტების უმრავლესობის წერის დროს ძალიან არაგულწრფელი ბრძანდებით, ასე რომ პრინციპში ვერც გთხოვთ და დაგაძალებთ გულწრფელი იყავით მეთქი, რადგან მაშინ შეიძლება თქვენი ერთი გულწრფელი პოსტით თქვენს დანარჩენ 999ს გადაესვას ხაზი და წინააღმდეგობაში წავიდეს მასთან. ასე რომ თქვენი ნებაა რამდენად გულახდილი იქნებით, მე ჩემს ვარაუდს მაინც დავიტოვებ, ვინ რამდენად სიმართლეს წერს.

მოკლედ, გავიდა 2012 წლიდან და ბიძინას მოსვლიდან 6 წელი, ყველამ კარგად ნახეთ, რომ პრინციპში მიშას და ნაცების წასვლის (პირველობიდან) გარდა არც არაფერი არ მოხდა, ანუ არ მოხდა არანაირი დადებითი, არ მოხდა არანაირი პოზიტიური, ქვეყანა ვერ და არ წავიდა წინ, დაიწყო საშინელი რეგრესი გეომეტრიული პროგრესიით, ქვეყანა ჩამოიქცა, ყოველი ახალი დღე ღმერთისგან ბოძებული საჩუქარი კი არა სატანისგან მონიჭებული სასჯელია (ნუ ეს, ის რომ არის გამოთქმა, რომ გაიღვიძებ უფალს ლოცვა წაუკითხე რომ ახალი დღე გაგითენაო

).
ფორუმს ვკითხულობ რაც დავრეგისტრირდი და ვხედავ საშინლად პრო-ბიძინულ, პრო-ქოცურ ფაქტებს, ეს არც მეტი არც ნაკლები ისეთი არაადეკვატური და არალოგიკური პოსტებია, მისი შინაარსი მიახლოებით იმას უტოლდება დაინახო რომ რაღაც შავია, და დაწერო თეთრიაო, და უმტკიცო ყველას და ყველაფერს სანამ ძალა გამოგელევა. შინაარსს ჩაწვდით ალბათ.

ქოცები თავს იდებენ, რომ ქვეყანა მშვენიერ მდგომარეობაშია, რომ ბიძინამ კარგი საქმე გააკეთა, რომ ოცნება კარგი პარტია გამოდგა, რომ იხეირეს, რომ ბედნიერები არიან, რომ ერთი წამითაც არ ნანობენ ხმა რომ მისცეს, და ათასჯერ გაიმეორებდნენ იგივეს.
არ ვიცი ეს ჯიბრით კეთდება თუ არა (როგორ ვაჩვენო ამდენი ხნის კამათში მყოფ იუზერს, რომ მისი მხარი დავიჭირე ბოლობოლო და დავეთანხმე, დავმცირდები), მაგრამ მართლა მაინტერესებს:
1) მართლა გჯერათ რასაც წერთ და ეს თქვენი პოსტები არ არის გამოწვეული საკუთარი თავის მოტყუებით და არ გამოძრავებთ მოტივი "რას ქვია იმას ვაჩვენო, რომ მის აზრს დავეთანხმე როგორც იქნა"? (რაც ძალიან მეეჭვება, გასაგებია, რომ მთლად სხარტ აზროვნებას არ საჭიროებს დაჯერება, რომ ბიძინა თქვენი კეთილდღეობისთვის მოდის მთავრობაში, მაგრამ ვიცი, რომ სულ მცირე აზროვნებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე ადამიანი, რომ ბიძინა ყველა დროის ყველაზე დიდი მატყუარაა ქართველი ერის წინაშე)
2) თუ არ გჯერათ, არ ჯობია ერთხელ გადააბიჯოთ საკუთარ თავს, აღიაროთ, რომ ცდებით და ტყუილს წერთ და კი არ დამცირდეთ იმ იუზერის თვალში ვისაც ამდენი ხანი უმტკიცებთ რომ ბიძინათი კმაყოფილი ხართ, არამედ პირიქით ამაღლდეთ?
არსებობს ბევრი რამ, რაც ყველას უნდა გვიყვარდეს.
მაგრამ არსებობს სულ სხვა რაღაცა, რაც ყველაზე მეტად უნდა გვიყვარდეს, და ეს არის სიყვარულიდან ერთი ნაბიჯის მოშორებით მდგომი სიძულვილი. :) (c) მე