#53687014 · 29 Oct 2018, 21:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ქართული ოცნების" ფიასკოს შემდეგ აშკარაა, რომ II ტურში, იმ ადამიანების უმეტესობა ვინც ბაქრაძეს და კიდევ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას მისცა ხმა, ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. მათი საერთო რიცხვი 13%-მდე მაინც იქნება. თითქოს, სალომე ზურაბიშვილს რეალური შანსი აღარ დარჩა, მაგრამ "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს, რომ II ტურში ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალი იქნება და I ტურში შინ დარჩენილი ხალხის სწორედაც რომ მათი ამომრჩეველია და ამგვარი გზით აპირებენ უფრო მეტი ხმების მოპოვებას. საინტერესოა მართლა ასეა ეს თუ არა.
ამიტომ, გთხოვთ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში არ ყოფილხართ არჩევნებზე და გაგვაცნოთ თქვენი პოზიცია თუ რას აპირებთ? ვის აძლევთ ხმას და რატომ?
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|