ბევრი თემა გაიხსნა ამ საკითხზე... იქეთ მამაოები ჩხუბობენ ერს ღუპავთო, აქეთ გირჩი ჩხუბობს ეს რა მარაზმები გიწერიათო... სადღაც ნაცებიც დარდობენ იმის გამო რომ ყურადღების ცენტრში აღარ არიან... ქოცებიც დაიბნენ და რა ქნან არ იციან..
მოწინააღმდეგეები ძირითადად ასახელებენ არგუმენტს რომ ქვეყანა განარკომანდება... თუმცა გაუგებარია არანარკოტიკული ნივთიერებით როგორ განარკომანდებიან..
მთავრობა კი საუბრობს ეკონომიკურ ეფექტზე... საკმაოდ დიდი ეფექტი რომ არ ჰქონოდა არც კი განვიხილავდითო.. და მაინც რა ეფექტზეა საუბარი?
ივანე მაჭავარიანი კანაფის შესახებ - ვვარაუდობთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავიდეთ მილიარდი ლარის ექსპორტზეწყარო:
http://new.ipn.ge/ka/article/512204-ivane-...laris-eksportzeროგორც ჩვენი ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს საუბარია, დაახლოებით, 1 მილიარდ ლარზე...
რას ნიშნავს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის?
ყველაფერი შედარებითია ამიტომ მოვიშველიოთ მაგალითები მასშტაბების უკეთ აღსაქმელად:
1) 2017 წელს საქართველოს მშპ იყო 38 მილიარდი ლარი... ანუ მარტო სამედიცინო კანაფის შესაძლო გამომუშავება არის მშპ-ს 2.6%2) მარტო ექსპორტს რომ შევხედოთ: საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2017 წელს იყო 2.7 მილიარდი ლარი... ანუ საუბარი ჩვენი ექსპორტის 36%-ით ზრდაზე, უბრალოდ კანონში ახალი ჩანაწერის შექმნით.. 3) კიდევ უფრო დავწვრილმანდეთ... სექტორების დონეზე... თითო სექტორზე უკეთესი წარმოდგენა შეიძლება გვქონდეს...საქართველოს ექსპორტში მოწინავე პოზიციები უჭირავთ შემდეგ კატეგორიებს:
1) მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 422 მილიონი
2) ფეროშენადნობები - 306 მილიონი
3) მსუბუქი ავტომობილები - 235 მილიონი
4) ყურძნის ნატურალური ღვინოები - 171 მილიონი
5) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 140 მილიონი
6) ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 126 მილიონი
7) მინერალური და მტკნარი წყლები - 95 მილიონი
8) კაკალი სხვა, ახალი ან გამხმარი - 83 მილიონი
9) სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 76 მილიონი
10) ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 70 მილიონი
მასშტაბების უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ შეხედოთ ტოპ 10-დან თქვენთვის უკეთ ნაცნობ სფეროს... და წარმოიდგინოთ როგორი ეფექტი იქნებოდა, მაგალითად ღვინის ექსპორტი 6-ჯერ რომ გაიზრდოს... ან კაკლის - 12-ჯერ.. არაა საუბარი იმაზე რომ ყველანი გავმდიდრდებით, მაგრამ, მგონი, საკმაოდ დიდი ეფექტი ექნება...
გარდა ამისა, ეს არის მზარდი ბაზარი.. ხვდებიან ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყნები რომ უნდა შევიდნენ ამ ბაზარზე და იქნებ რამენაირად მოვახერხოთ რომ აქაც ბოლოები არ შევიდეთ..
რას ფიქრობთ ეკონომიკურ ეფექტზე? ზედმეტის მოლოდინს გვიქმნის მაჭავარიანი? პატარა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე?
რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება? რამდენი ოჯახის შემოსავალი გაიზრდება? ააქვს ამ გაჭირვებულ ქვეყანას იმის უფლება, რომ ამ სექტორშიც ბოლო შევიდეს?
რის გამო ებრძვიან ამ ყველაფერს? იმის გამო, რომ არსებობს კანაფის სხვა სახეობა, რომელიც ალკოჰოლზე ნაკლებად მავნეა? სხვა მიზეზებიც ხომ არ არსებობს?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თქვენ სარეკრეაციო კანაფის წარმოება-გაყიდვის ლეგალიზების ეფექტი წარმოიდგინეთ...
პს
მოდერ, ერთი ეკონომიკური თემაც უნდა იყოს ამ საკითხზე
This post has been edited by Nickboy on 16 Sep 2018, 02:14