საუკუნეა აქანა ფეხი არ შემომიდგამს მაგრამ ნუ დღეს უკვე ამომასხა და მოძღვართან წასვლას, აქ თემის გახსნა ვამჯობინე.
მესმის რომ გოგონებს და ბიჭებსაც რაღაც ასაკამდე გვყავს ჩვენი ანჯელინა ჯოლები და ბრედ პიტები მაგრამ რაღაც ასაკამდე ნორმალურია ეს.
ნორმალური ალბათ იქამდე, სანამ ადამიანებზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნება და მივხვდებით რომ ადამიანი გაცილებით რთული არსებაა ვიდრე ეს 18 წლის ასაკში გვეგონა; რომ მას გააჩნია იმაზე მეტი რამ რაც ერთი შეხედვით ჩანს და რომ ეს რაღაცები შეიძლება მოგვწონდეს, შეიძლება არა, მოკლედ "ეკრანის სიყვარულს" ნელნელა ვშორდებით და უფრო რეალისტებიც ვხდებით.
კიდევ ბევრ რამეს ვშორდებით მაგრამ ამ ყველაფერზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მყავს შეყვარებული რომელიც არც ისე პატარა აღარ არის მაგრამ აი ასეთი ეკრანის სიყვარული კიდევ ყავს. ვეჭვიანობ მეთქი ვერ ვიტყვი, ყველანაირად შეხმატკბილებულები ვართ, მომწონს როგორ მიირთმევს საუზმეს, მომწონს თუ როგორ იცინის, როგორ მკოცნის, როგორ სუნთქავს, აფსოლუტურად ყველაფერი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, ჩემს მიმართ, სამყაროს მიმართ. ერთადერთი რაც არ მომწონს რაღაც ფანატიკური მიდგომა აქვს კონკრეტული პერსონის მიმართ. ხანდახან მგონია რომ რელიგიურ ფანატიკოსთან მაქვს ურთიერთობა, სულ დავცინი ხოლმე ასე მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულად არის.
უბრალოდ იმდენად ზედმეტია და იმდენად დაუკითხავადაა შემოჭრილი ეს ვიღაც მესამე, რომ გამაღიზიანებელი ხდება ძალიან ხშირად და ამის გამო გვიკამათია მსუბუქად, თუმცა რამდენიმე საათის წინ დავცხეთ ერთმანეთს და ტვინი გამებურღა. მესმის რომ რაღაც როცა მოგწონს ადამიანს, მოგწონს და მორჩა, შენ არ ირჩევ რა მოგწონდეს და რა არა, ვერ უბრძანებ შენ თავს და ვერც სხვა გიბრძანებს, ძალადობაა ეს საკუთარი თავის მიმართ და სხვისგანაც. უბრალოდ არ ვიცი, თუ ვტყუი რამეში და შიგ მაქ, მითხარით რომ იდიოტობაზე ვაჩმახებ, თუ არა და რა ვქნა, ბოლობოლო როგორ დავაიგნორო ეს ფაქტი?

აი იმენა დამაწყდა ნერვები.