#53439661 · 17 Sep 2018, 00:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, თუკი ბიძინას მიერ არჩეული საპრეზიდენტო კანდიდატების "ხარისხის" დინამიკას დავაკვირდებით, აშკარაა რომ ეს კაცი აშკარად დიდ გამოცდას გვიწყობს.
როგორც თეოლოგიისკენ მიდრეკილ და დაინტერესებულ კაცს, გინდა/არ გინდა ეს ბრწყინვალე მონაკვეთი მომდის თავში ბიბლიიდან:
QUOTE | აბრაამმა თავის ვაჟს, ისაკს ასწავლა, რომ ჰყვარებოდა იეჰოვა და ერწმუნა მისი ყველა დანაპირები. მაგრამ ერთხელ, როდესაც ისაკი დაახლოებით 25 წლის იყო, იეჰოვამ აბრაამს ძალიან რთული დავალება მისცა. გაინტერესებს, რა იყო ეს?
ღმერთმა უთხრა აბრაამს: გთხოვ, წაიყვანე შენი ვაჟი და ადი მორიას მთაზე. იქ მსხვერპლად შემომწირე ის. აბრაამს არ ესმოდა, რატომ დაავალა ღმერთმა ეს, მაგრამ უარი არ უთქვამს ამ დავალების შესრულებაზე.
მეორე დღეს აბრაამი დილით ადრე ადგა, მოჰკიდა ხელი ისაკს და მორიას მთისკენ გაემართა. თან ორი მსახურიც გაიყოლა. სამი დღე იარეს და ბოლოს მორიას მთაც გამოჩნდა. აბრაამმა უთხრა მსახურებს: თქვენ აქ დაგველოდეთ. მე და ისაკი ავალთ მთაზე და მსხვერპლს შევწირავთ. შემდეგ მან ისაკს უთხრა შეშა წამოეღო, თვითონ კი დანა აიღო და ორივენი გაუყვნენ მთისკენ მიმავალ გზას. ისაკმა ჰკითხა მამას: სად არის შესაწირი მსხვერპლი? აბრაამმა უპასუხა: იეჰოვა გამოაჩენს, შვილო.
ავიდნენ მთაზე და იქ სამსხვერპლო ააგეს. აბრაამმა ისაკს ხელ-ფეხი შეუკრა და სამსხვერპლოზე დააწვინა.
როგორც კი აბრაამმა დანა აიღო, იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა ზეციდან: აბრაამ! ბიჭს არაფერი დაუშავო! ახლა ვიცი, რომ ნამდვილად გწამს ღმერთი, რადგან საკუთარ შვილს სწირავდი იეჰოვას. გაიხედა აბრაამმა და ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა. სწრაფად შეხსნა ისაკს თოკები და მის მაგივრად ვერძი შესწირა ღმერთს.
ამ დღის შემდეგ იეჰოვამ აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა. იცი რატომ? იმიტომ, რომ აბრაამმა ის გააკეთა, რაც იეჰოვას უნდოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ სთხოვა ღმერთმა ეს. |
ხოდა მემგონი ჩვენც სადღაც ამ ამბავში ვართ ბატონ ბიძინასთან და გვცდის, ჯერ კიდევ არ გვენდობოდა ბოლომდე, ვართ თუ არ ღირსები იმ დალოცვილი - 2030 წლისთვის. მე ვფიქრობ რომ ეს და მომავალი გამოცდებიც კარგად უნდა ჩავაბაროთ რომ საბოლოო ნეტარება დავიმსახუროთ
--------------------
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი
|