ხვალიდან იაპონიაში ძიუდოს დამაარსებლის, ძიგორო კანოს სახელობის პრესტიჟული ტურნირი აიღებს სტარტს.

ტურნირი წელს IJF-ს კალენდარში ოსაკას გრანსლემის სახელით არის ცნობილი და ამ მხრივ ისტორიულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რადგან ტურნირი პირველად იმართება ტოკიოს ნაცვლად სხვა ქალაქში, ქვეყანაში სიდიდით მესამე და ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ოსაკაში.
კანოს ტურნირი 1978 წლიდან იღებს სათავეს და 2008 წლამდე იწოდებოდა, როგორც ძიგორო კანოს თასი, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით კი ტურნირს ოფიციალურად ტოკიოს გრანსლემი ერქვა. ტურნირი შედის ძიუდოს ხუთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ტურნირთა შორის (ოლიმპიადა, მსოფლიო, მასტერსი, პარიზი) და განსაკუთრებით რთულია მისი მოგება ბევრი ტიტულოვანი ძიუდოისტისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1978 წლიდან დღემდე ტურნირის მოგება მხოლოდ ორმა ქართველმა, დავით ბოდაველმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოახერხეს. ტურნირის უმთავრეს სირთულეს თითოეულ წონაში ოთხი იაპონელი ძიუდოისტის მონაწილეობა განაპირობებს. ასევე ის ფაქტიც, რომ ტურნირზე აზიის თითქმის ყველა ავტორიტეტული ქვეყნის წარმომადგენელი იყრის თავს, ძიუდო კი მოგეხსენებათ, რომ აზიური სპორტის სახეობაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტურნირზე
-60 ლუხუმ ჩხვიმიანი (22.11)
-66 ვაჟა მარგველაშვილი (22.11)
-73 ლაშა შავდათუაშვილი (23.11)
-81 ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (23.11)
-90: უშანგი მარგიანი (24.11)
-100: ვარლამ ლიპარტელიანი (24.11)
+100: გურამ თუშიშვილი (24.11)
დასაწყისი: 06:00
ფინ. ბლოკი: 12:30
ტურნირის სივრცე:
https://live.ijf.org/gs_jpn2018/overview