Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#53448191 · 18 Sep 2018, 16:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: „საპარტნიორო ფონდის“ ერთადერთი ინტერესი საავადმყოფოს დაქცევაა“ September 17, 2018 60 Views
„საპარტნიორო ფონდიდან დარეკეს ტელევიზიებში, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ, “ — ამის შესახებ „კომერსანტს“„რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდი“ და „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ერთმანეთს უპირისპირდება. დავის მიზეზი კი საავადმყოფოში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
„რესპუბლიკური საავადმყოფო დაახლოებით 3-4 წელია „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზეა. თავის დროზე, ფონდმა აიღო ვალდებულება, რომ კლინიკაში უცხოურ ინვესტიციას განახორციელებდა და ამით მოახდენდა როგორც ახალი კლინიკის მშენებლობას ,ისე არსებულის რეაბილიტაციას,“-აცხადებს იმედაძე.
მისივე ინფორმაციით, „რესპუბლიკური საავადმყოფო“ უნდა ყოფილიყო სამედიცინო ცენტრი, სახელმწიფო კლინიკა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. ეს პროექტი აქამდე ვერ განხორციელდა.
„მას შემდეგ გავიდა 3 წელიწადი და არაფერი შეცვლილა, არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. ადგილზე მხოლოდ გაფუჭდა სიტუაცია. ჩემი პროტესტი გამოვხატე 1 თვის წინ და ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, დირექტორის თანამდებობას დავტოვებდი. ეს საკითხი კლინიკის საბჭოზე გავიდა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, კი წერილი უნდა გაგზავნილიყო პრემიერ-მინისტრთან, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან. სწორედ ამან გააღიზიანა „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი დავით საგანელიძე. ის მივიდა საბჭოზეც. ამის შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ,“-აცხადებს იმედაძე.
კითხვაზე, რა ინტერესი აქვს „საპარტნიორო ფონდს„ და რატომ არ შემოჰყავს „რესპუბლიკურ საავადმოყოფოში“ ინვესტორი, იმედაძე აღნიშნავს, რომ ფონდის ერთადერთი ინტერესი კლინიკის დაქცევაა.
„მე ვიქნები ბედნიერი, რომ ასეთი კორუმპირებულებიდან ვიქნები დევნილი და მადლობა, რომ მომიწევს ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღორძინების საქმეში. ეს ბრძოლა გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ვიცი, მთავრობის დამოკიდებულება, ის, თუ როგორ სჭირდებათ ამ კლინიკის აღორძინება. ამ საკითხის გაჟღერება კი ჩემი მათდამი დახმარებაა,“ -აცხადებს იმედაძე.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სექტორში არსებულ კონკურნცაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს კონკურენტი კომპანიები აქტიურად ვითარდებიან.
„ევექსმა ყოფილი ლეჩკომბინატის კლინიკა გახსნა, ავერმა „მედიქლაბი“ , ინფექციური კლინიკა. ბევრი კლინიკა გაიხსნა. მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით ვუწევთ კონკურენციას. 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული, 1 თეთრი არ გადმოურიცხია „საპარტნიორო ფონდს“. მისი ოფისების წყლის და დენის ფულს ჩვენ ვიხდით. ზოგიერთმა ექიმმა, რომლებსაც ლობისტები ჰყავთ, თავისი ნამუშევარი ფულით ოფისები გაიკეთეს, ნახევარი მილონი ოფისებში დახარჯეს და მათ წყლის და დენის ფულს დღემდე „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იხდის. ეს ახლა ნორმალურია? ამას ვებრძვი. მე ვერ გამაჩუმებენ. მივმართე მათ დაახლოებით 6 თვის წინ წერილით, რომ თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისთვის. არ ვამწვავებდი სიტუაციას, არ მინდოდა ეს დაპირისპირება საჯარო გამხდარიყო, თუმცა, იძულებული გავხდი. მინდოდა ცივილიზებულად მოგვარებულიყო,“-განმარტავს „რესპუბლიკური საავადმყოფოს “ დირექტორი.
იმედაძე არ გამორიცხავს იმას, რომ „საპარტნიორო ფონდს“ სხვა დირექტორის დანიშვნა უნდოდეს.
ჩვენ კომენტარისთვის „საპარტნიორო ფონდსაც“ მივმართეთ, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალურ კომენტარს უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.
როგორც ცნობილია, დღეს თბილისში სახელმწიფოს ბალანსზე 3 კლინიკაა, ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ყოფილი ინფექციური კლინიკა და ონკოლოგიური საავადმყოფო. დღეს ყველა ეს კლინიკა საპარტნიორო ფონდის ბალანსზეა.
This post has been edited by Lаki on 18 Sep 2018, 18:02
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|