აუ რავიცი ცოტა ლაითი ეპილეფსია მაქვს და სულ მინდა ძილი მოვიწესრიგო, სხვა შემთხვევაში განკურნება გამორიცხულია, ეს დაავადებაც მაგ უძილობამ დამმართა...
მინდა რომ 01:00 ზე მეძინებოდეს ღამე და დილას ათის ნახევარზე მეღვიძებოდეს ან ცხრაზე... ეგ არის ნორმა, არც ზედმეტი არ შეიძლება,
მაგრამ მეძინება დაახლოებით 3ზე ან 4ზე, და ვიღვიძებ 10ზე დილას, 11ზე მეწყება სამსახური,
მერე გროვდება ეს დიდიხნის უძილობა და ვითიშები ხოლმე
მაღვიძარა მიყენია და ქვეცნობიერად თუ როგორ ხდება არ ვიცი, ბოლოს როდის გავიგე მაღვიძარას ხმა არც მახსოვს

ზუსტად 15 წუთით ადრე მეღვიძება ხოლმე, როგორ გვიანაც არ უნდა დამეძინოს
მთელი ცხოვრებაა ამას ვნატრობ, ნეტავ ძილი არ არსებობდესთქო
ძილის ნაკლებობისას ტვინი განიცდის შიმშილს, იღლება და საკუთარ თავს ჭამს,
რაც უფრო გამოუძინებელი ხარ და ძილი გაკლია, მით უფრო გიპატარავდება ტვინი და ბევრი დაავადების დამწყები ნიშანი შეიძლება გახდეს ეს...
ამიტომ გაუფრთხილდით ვისაც შეგიძლიათ,
მე დაბადებიდან ინსომნიით გავჩნდი, ჩვილი რომ ვიყავი, მაშინაც არ მეძინა ღამე, და არაფერი მეშველება

მაგრამ ვისაც შეგიძლიათ თავისუფლად დაძინება, შეირგეთ შვილო შეირგეეეეეეთ, უამრავი დაავადების მომტანია უძილობა