აი წიგნი და კინო ხო გაჩვენებს რა არის ცუდი და რა არის კარგი . მითუმეტეს ისეთი კინოები რომელშიც ყველაფერი ხელისგულზეა . კარგი და ცუდი . კეთილი და ბოროტი ადამიანი . ანუ წიგნისგან განსხვავებით წარმოდგენა არ გიწევს ადამიენების .
ადამიანი უყურებს ფილმს და კეთილისკენაა , უნდა რომ ბოროტის ჩადენილი დანაშაულები გამოასწოროს , ებრძოლოს ბოროტს . მერე ეს კეთილი და ბოროტი ჩხუბობენ და ადამიანი კეთილისკენაა . ანუ სიკეთისკენ .
და ამ დროს შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ბოროტი ადამიანი იყო . აკეთებდე იმას რასაც ის ბოროტი აკეთებს კინოში .
უყურებს ადამიანი კინოში სცენას კაცი როგორ სცემს ქალს . ამ დროს მაყურებელი ქალისკენაა და მოძალადეს აგინებს ყველაფერს . ამ დროს შეიძლება მერე თვითონ მაყურებელმა სცემოს თავისი ცოლი ან ქალი .
აი რანაირად ახერხებენ ამ ყველაფერს მართლა არ მესმის . მაშინ რა აზრი აქვს კინოს ყურებას და წიგნის წაკითხვას , თუ არასწორედ იგებ სათქმელს . კაი წიგნი მესმის , ბევრნაირი რაღაც დაინახო და კინოში ყველაფერი ხელისგულზე როცაა .
რატო ხდება ეგრე ?
ეს რაზე გამახსენდა .
1 თვის წინ ჩემტან ნათესავი იყო თავისი შვილიშვილით .
ეს შვილიშვილი პატარაა და ჩემს კატაზე ამბობდა , მომიყვანე ახლოს , თავზე უნდა ვაკოცოო .
ამ დროს ეს ბებია ეუბნება გამოიწიე აქეთ , რა უნდა აკოცოო .
აი კაი რა .
ბავშობიდან მყავს ძაღლები და არც კინოს და არც წიგნის გამო არ მომხდარა ჩემი სიყვარული .
ადამიანს თუ ძაღლის და კატის ყოლა არ უნდა ან შეიძლება არ შეუძლია , კაი მესმის . მაგრამ , სიყვარულს რაღას უშლი ?
შეაყვარე ის რაც ზიზღს არ უნდა იწვევდეს ადამიანში .
მე ენდ მარლი -ზე რაც მე ვიტირე რამდენიმე წლის წინ , არც ბავშვი ვყოფილვარ არაფერი .
ამას ბავშვი რომ უყურებს ხომ გაუჩნდება სიყვარული , სინანული .
და ამ დროს - გამოიწიე აქეთ ძაღლია ან კატაა - რა თქმაა არ მესმის
This post has been edited by Corvette on 17 Sep 2018, 21:09