Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 47025
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#53436555 · 16 Sep 2018, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქრონოლოგიურად გავყვეთ რაც მოხდა, იმიტომ რომ ბევრი რამე ხდება უცებ
1. შსს მიერ შემუშავებულ კანონი, რომელიც დიდი ალბათობით შსს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მოამზადა, შეიცავდა ორ მთავარ იდეას:
1.1. სასწრაფოდ, ციცინო დეიდების და ნოდარი ბიძიების გულის მოსაგებად აეკრძალათ მარიხუანას მოხმარება ყველგან, გარდა პირადი სახლისა და დაეწყოთ დაჭერები სისხლის სამართლის მუხლით სხვაგან მოხმარებისას
1.2. შეემუშავებინათ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებზე მორგებული სალიცენზიო პოლიტიკა, რომელიც ვითომდა მილიარდებს შემოიტანდა ქვეყანაში.
ამ კანონპროექტის ფარგლებში, ცაში გამოკიდებული დარჩა პირადი მოხმარების მიზნით მოყვანა, გადაზიდვა, ფლობა და ა.შ. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ოდნავ შეხებაშიც კი არ იყო.
2. საგანგებო თათბირი საპატრიარქოში
გუშინ ღამით, საგანგებო თათბირი დაინიშნა საპატრიარქოში, მას მერე რაც ერთი მეუფე "სანთლების რევოლუციით" ხოლო მეორე მეუფე - იაკობი "ძალის" დანახვებით დაემუქრა მთავრობას, ეს ის მეუფეა რომელიც 17 მაისს ასევე აჩმორებდა მაშინდელ მთავრობას.
საგენგებო თათბირის მერე, დაჯგუფება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ბოლო დროს გამოჩენილი ვინმე მამა შალვა, რომელიც სკანდალური იუთუბის ვიდეოთი გახდა პოპულარული - სახელდახელოდ აწყობენ პარაკლისს საკრებულოსთან, აქაც მმკ - ს წევრებისგან ისმის მუქარა მთავრობის წინააღგმდეგ, ხოლო მამა შალვა აცხადებდა რომ ვითომდა მრევლმა შეკრიბა ისინი და არა საპატიარქოში თათბირმა
CODE | „ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ.
მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ.
მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ.
დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს.
ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
|
ხოლო ძალადობით და აგრესიით ცნობილმა, დაჯგუფება მმკ-ს ლიდერმა ისაკაძემ განაცხადა:
CODE | კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე.
თითოეული ის ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ პროგრამის მხარდამჭერი, არის დამნაშავე ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები.
ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს.
ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ასე ეგონათ არამარტო ძველი, პირველი საუკუნეების ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ, ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მამა დავითმა.
|
როგორც ჩანს ეკლესია ვერ ეპუება რომ მასზე მაღლა საკონსტიტუციო სასამართლო დგას და არავინ ეკითხება რა კანონს მიიღებენ და რას არა.
მართალია საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა ვერ აქვთ, სამაგიეროდ თვითონ საკანონმდებლო ორგანოზე - პარლამენტზე უსაზღვრო გავლენით გამოირჩევიან.
დღეს სწორედ აქ უხეშად ჩაერია საპატრიარქო, დაიკიდა სეკულაზირმის პრინციპები და კანონის მიღება გადაადებინა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ არეულობით კმაყოფილია miha, თვითონ ის მმკ - ს არაერთხელ დაპირისპირებია როცა ეს დაჯგუფება არბევდა ხან ტელევიზიებს ხან უბრალოდ ქართველ ახალგაზრდებს, მაგრამ ახლა კმაყოფილია რადგან საპატრიარქო ახლანდელ მთავრობას ემუქრება
CODE | ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.
|
იმისთვის რომ კანონი უკან წაეღოთ, საპატრიარქომ ილია გამოიყვანა და მანაც ჩვეულ რეჟიმში დაიწყო ჩარევა სახელმწიფო საქმეებში
უნდა ითქვას რომ როგორც ჩანს არათუ ილიამ არ იცის რა არის მარიხუანა ან კანაფი, დიდად ვერც მისი მრჩევლები ერკვევიან და ეს ორი სხვადასხვა რამე ჰგონიათ.
აქედან დასკვნა: საქმე ნარტკატაკატაკატაში არ არის, უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ვინ - ვის ჩააფახებს
CODE | აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული.
არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ.
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა.
მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა.
მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, - განაცხადა კათოლიკოს პატრიაქმა.
|
ილიამ ასევე რაღაც უცნაური ისტორია მოყვა, როგორც ჩანს მარიხუანა და მძიმე ნარკოტიკი ერთიდაიგივე ჰგონია:
CODE | „მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, ჩემს პატრიარქობამდე, იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს, ნური ერქვა, ნარკოტიკებით არის გატაცებულიო.
როგორ იქნება მშობელი, როცა შვილს გააქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა მათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავისი შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება მე, რატომ აძლევ ნარკოტიკებს, მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე ნარკოტიკი, შეიძლება, უბედურება ჩაიდინოსო.
შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს.
მე ეს მაგალითი მოვიტანე იმისათვის, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება, იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი, რომ განიკურნება.
ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“, - განაცხადა პატრიარქმა.
|
მერე კერძო პირებმა არ უნდა იშოვონ ფულიო (მე კიო, მე უნდა ჩამირიცხოთო, მარა სხვებს არაო) უნდა გავაკონტროლოთო და მაგ კანონში რა უნდა ჩაწეროთ მე გეტყვით აგერ, თქვენ ვის დაკარგვიხართო:
CODE | „ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი.
კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული.
იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე“,- განაცხადა პატრიარქმა.
|
ჰო და ეკონომიკა რად გინდათ, რა თავისუფლება მოგინდათო:
CODE | ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია, რადგან სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით.
ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში.
ამიტომ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას.
არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიკურად შემოსავალი ექნება ქვეყანას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკლესია, ხალხი ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი.
|
მოკლედ, ამბიონიდან გასული არ იყო და ირაკლი კობახიძე გამოვიდა, კი, კიო აუცილებლად საპატრიარქოსთან გავივლით და დავუჯერებთო, ჩვენ ის გვეჩქარება რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარება ავკრძალოთ და სასწრაფოდ დაჭერები დავიწყოთ, თორე დანარჩენში ილიას დავუჯერებთო
CODE | ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე.
ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს,
გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან, რადგან შესავსებია ვაკუუმი.
ერთიანი ინიცირება იყო ლოგიკური, რადგან ერთ თემას ეხება. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ მეორე ნაწილში, კერძოდ, მცენარე კანაფის წარმოების საკითხში, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია.
ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სპეკულაციები.
აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე და საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. საზოგადოებაში ვგულისხმობთ საქართველოს მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც ჩართულია დისკუსიაში, მათ შორის რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც.
ჩვენ გვქონდა შეხვედრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება და ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ მათ შორის გადაწყვეტილებას“, - |
თალაკვაძემ, მოხმარებაზე დაჭერები სასწრაფოდ დასაწყებია და მაგას მაინც განვიხილავთ, მოყვანაზე მერეო:
CODE | საკითხს დღეს სპეციალური განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, პარლამენტი სწრაფად განიხილავს იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება.
რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, კობახიძის განცხადებით, პაკეტის განხილვის პროცედურას მას შემდეგ დაიწყება, რაც გაიმართება ფართო კონსულტაციები საზოგადოებასთან.
|
იგივე განაცხადა მდინარაძემ, ხალხის დაჭერა მოხმარებაზე მაგრად გვეჩქარებაო:
CODE | მოგეხსენებათ, რომ შს სამინისტროს ინიციატივა ორი ნაწილისგან შედგება. მათ შორის პირველი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს,
საჩქაროა და პარლამენტი მას მომავალ კვირაში განიხილავს.
რაც შეეხება მცენარე კანაფის წარმოება-რეალიზაციას სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისათვის, ეს ნამდვილად არ არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი.
ამავე დროს, გადაწყვეტილებაზე, რომელზეც კითხვის ნიშნები ჩნდება, საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა. პროექტს ჩვენ არ მივიღებთ საზოგადოებასთან ფართო კონსენსუსის გარეშე. ამიტომ ამ საკითხის განხილვა გადაიდება და პარლამენტი მის განხილვას დროებით შეაჩერებს“
|
მოკლედ, ორი ნაწილიდან, სასწრაფოდ იღებენ მოხმარებაზე რომ ხალხის დაჭერა დაიწყონ მეორე ნაწილი საპატრიარქომ გაუჩერათ
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|