#53450754 · 19 Sep 2018, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვუერთდები თემის პათოსს.
--------------- * * * ყველაზე დიდი განსხვავება ისაა რომ ხალხი იდეალებისგან დაცლილია. პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, ერი, რწმენა, ტრადიციები, წარსული, აწმყო, მომავალი. ეს ყველაფერი ლიტონ სიტყვებად აღიქმება.
უიდეო, უიდეალოა საზოგადოება და ამაღლებული შინაარსისგან მოწყვეტილი.
მხოლოდ ერთი წესი აქვთ, არ შეიჭრა სხვის პირად სივრცეში და მორჩა. მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ ეს წესი საქართველოში ყოველთვის იყო. ჩვენ არ ვყოფილვართ მონათმფლობელები, იმპერიალისტები, რასისტები ან რაიმეფობები, ასე რომ ის ელემნტარული რაც სხვას შეიძლება სასწავლი ქონდეს, ჩვენთვის 2-ჯერ 2 იყო. ჩვენ ამაზე ბევრად მეტი გვქონდა. აქცენტი ახლა მხოლოდ ამ 2x2-ზე კეთდება, იმის მაგივრად რომ მნიშვნელოვანზე კეთდებოდეს.
ყველაფერი მნიშვნელოვანი და GRAND NARRATIVE-ები სათაკილო გახდა.
ყელში ამოვიდა დაკომპლექსებული ენჯეოები, ვინც საქართველოს ისტორიას, კულტურას არ იცნობენ, ქართველობა სამარცხვინოდ მიაჩნიათ და უცხოური ჩვენთვის შეუსაბამო პრობლემებით გვიტენიან თავს. უკვე აღარ დავეძებ ადამიანი ლიბერტარიანელი იქნება, კონსერვატორი, პროგრესივისტი, ანარქისტი, მემარცხენე, მემარჯვენე თუ მედოლე. ოღონდ გაუნათლებელი, ნაცრისფერი, ჰედონისტი, ცინიკოსი, უიდეალო მასისგან რამით განსხვავებული იყოს.
This post has been edited by Rhaegar on 19 Sep 2018, 00:23
|