პირველ რიგში მოდერაციასთან ბოდიში,უბრალოდ ამ განყში ვიცი რომ გამცემენ ყველაზე რეალურ და საიმედო პასუხს,მე თვითონვე დავხურავ მერე

მჭირდება სანდო და გამოცდილი ვიდეკარტების ხელოსანი. მაქვს R9 390, რომლის დრაივერის განახლების მერე (დამთხვევა თუ ისე არ ვიცი) თამაშებიდან დაიწყო ნაცრისფერი ეკრანით კომპის დაქრეშვა,არც ძველ დრაივერებზზე დაბრუნებამ,არც ვინდოუსის გადაყენებამ და არაფერმა უშველა. ბიოსიც დავარეზეტე,სისტემური ბლოკიც კომპრესორით დავაჰაერე რომ მტვერი და ჭუჭყი გასულიყო,მაგრამ ვერაფერი. ეხლა ვტესტავ უბრალოდ ბირთვის და მეხსიერების სიხშირეების დაკლებით თუ იმუშავებს სტაბილურად,სხვა მხრივ ხელოსანი მჭირდება რომ ზუსტი პასუხი მივიღო.
გისმენთ,ვინ იცით რომ დამეხმარება? მადლობა წინასწარ