თამარ ჟვანიას ხელფასი აგვისტოში 20 ათას ლარს მიუახლოვდა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელფასი მიმდინარე წლის აგვისტოში 19 550 ლარი იყო. ამის შესახებ On.ge-მ ინფორმაცია ცესკოდან მიიღო.
2018 წლის აგვისტოში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დაუბეგრავად 17 000 ლარი იყო, ამავდროულად, მიიღო დანამატი 2 550 ლარის ოდენობით. ჟვანიამ გასული წლის აგვისტოშიც, როცა საარჩევნო პერიოდი იყო, მიიღო გაზრდილი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, თუმცა დაუბეგრავად ამ თანხის მოცულობა 12 774 ლარი იყო.
ცესკოში On.ge-ს განუმარტეს, რომ წელს არჩევნები პირველ აგვისტოს დაინიშნა, გასულ წელს კი — თვის შუაში. ანაზღაურებას შორის განსხვავება კი ამ მიზეზით არის გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იყო, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 22 000 ლარს გაუტოლდა, საიდანაც ნახევარი დანამატის სახით დაერიცხა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
https://on.ge/story/27749-%E1%83%97%E1%83%9...%83%93%E1%83%90საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 341 ლარი და 60 თეთრია
http://www.bm.ge/ka/article/saqstati-xutsu...0-tetria-/24563
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )