#53621922 · 19 Oct 2018, 14:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გუდაურში სუნთქვა მიჭირს.. რისი ბრალი შეიძლება იყოს? |
თუ სუნთქვა მხოლოდ მთაში გიჭირთ და ბარში არა მაშინ სანერვიულო არ უნდა გქონდეთ. გადაჭრით რამის თქმა რთულია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ადიხართ ჟანგბადის პარციული შემადგენლობა იკლებს, რაც თავისმხრივ სუნთქვას აძნელებს. ორგანიზმს საკომპენსაციო მექანიზმი აქვს და სისხლის ფორმიანი ელემენტებს, ერითროციტებს სისხლის მიმოქცევაში უფრო დიდი რაოდენობით გადმოისვრის, ადამიანს სახეზე სიწითლე ეტყობა(განსაკუთრებით მშობლებს უხარიათ ბავშვებს ლოყები რომ აუღაჟღაჟდებათ ხოლმე) და ადაპტაციის შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი ხდება აღნიშნული სიმპტომატიკა.
--------------------
Memento mori
|