კარგი მუსიკა კარგია, ცუდი მუსიკაც ცუდია, ამის მიხვედრას დიდი გონებრივი შესაძლებლობები არ სჭირდება, საერთოდაც არ სჭირდება აზროვნება, როცა შეგიძლია ნახო გემოვნებიანი ხალხი რაზე იძახის რომ კარგია, გოიმი რას და მაგის მიხედვით მიეკედლო რომელიმეს, ხოდა ძერსკი რის ძერსკია ხარისხიანს და დახვეწილს თუ არ უსმინა. გემოვნება ადამიანის მენტალური მდგომარეობით ყალიბდება, რაც უფრო განვითარებულია ადამიანი უფრო კარგი "რაღაცეები" მოსწონს, ზოგიც იმგვარად არის განვითარებული, რომ სიამოვნებას კარგიც და ცუდიც ანიჭებს, ხვდება რა არის ხარისხი, მაგრამ უხარისხოსაც მოიხმარს სიამოვნებისთვის. მაგრამ მოხმარება არ უნდა აგვერიოს მოწონებაში. თორე, წარმოიდგინეთ, მხოლოდ მომხმარებლობაზე თუ დავიყვანთ ადამიანის გემოვნების შეფასებას, ისეთი გონებაშეზღუდული ადამიანები გამოგვერევა, ვისაც არც ტვინი უჭრის და არც გემოვნება.
This post has been edited by MeTamashiMinda on 18 Sep 2018, 21:04