http://liberali.ge/news/view/39512/girchis...anatlebis-skola17 სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს, „გირჩმა“ განათლების ალტერნატიული სისტემის პრეზენტაცია გამართა. „თავისუფალი განათლება“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის პირველ ეტაპზე სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემისგან დამოუკიდებელი სკოლა უნდა დაარსდეს.
„ჩვენი ყველაზე მასშტაბური პროექტი - „თავისუფალი განათლება“ გულისხმობს არსებული სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის ალტერნატიული, თავისუფალი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში, ალბათ, სკოლების ქსელის ფორმას მიიღებს.
მიზეზი, რის გამოც ამ პროექტის შექმნა გადავწყვიტეთ, არის ის, რომ ჩვენი გადმოსახედიდან, არსებული საგანმანათლებლო სისტემა არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში“, - უთხრა „ლიბერალს“ გირჩის პრეზიდნეტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
შესაბამისად, „გირჩი“ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციასა და რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ახლა უკვე შპს-ს „აზროვნების გამავრცელებელ საზოგადოებას“ ქმნის.
წერა, კითხვა და ანგარიში; ლიტერატურა; მათემატიკა; ისტორია; მეცნიერება - ეს იქნება საგნები, რომლებსაც მოზარდები ამ სკოლაში შეისწავლიან. მეგრელიშვილის თქმით, ისტორიის საგანზე, ამ შემთხვევაში წარსულის კრიტიკულად გააზრებას ეცდებიან.
არააკადემიური საგნები: პროექტის ავტორების თქმით, სკოლას ექნება „ძიძობის სერვისიც“. აქ შეასწავლიან ისეთ რამეებს, რაც, მათი აზრით, აკადემიურ განათლებას არ ეხება. ეს იქნება, სპორტი, ხელოვნება და კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ მიმართული საგნები - პროგრამირება, უცხო ენები და სხვ.
შეფასება ნიშნების გარეშე: მეგრელიშვილის თქმით, ნებისმიერი შეფასება სკოლაში არის სუბიექტური: „რეალურად, მხოლოდ ჯგუფის შიგნით ადარებენ ერთმანეთს ბავშვებს, რაც ყველაზე ცუდი რამაა, რაც ადამიანს შეუძლია გაუკეთო“. შესაბამისად, თავისუფლი განათლებისთვის, პროექტის ავტორების თქმით, შეფასება უფრო შინაარსობრივი უნდა იყოს.
არავტორიზებული სკოლა: პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ განათლების ფუნდამენტურ მიზანს ეწინააღმდეგება ის სტანდარტები, რომელსაც დღეს სახელმიწფო საგანმანათლებლო სისტემა და 2400-გვერდიანი ეროვნული სასწავლო გეგმა არეგულირებს. ამიტომ მათი სკოლა განათლების ამ სისტემას არ მოერგება.
ასაკობრივი ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული არ იქნება - სკოლაში 5-13 წლის ბავშვებს მიიღებენ და ერთ კლასში 3 წლით უფროსი ბავშვები უმცროსებთან ერთად ისწავლიან. მაგალითად, 5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად იქნებიან 8 წლის მოზარდებიც. ეს, პროექტის ავტორების თქმით, დაეხმარება, როგორც უფროსებს, ისე უმცროსებს. ასაკობრივი განსხვავება, როგორც პროექტის ავტორები ამტკიცებენ, მოზარდებს სასწავლო მასალის ათვისებაში ხელს არ შეუშლის და პირიქით, უფროსები უმცროსი ასაკის კლასელებს უკეთ დაეხმარებიან, ვიდრე მასწავლებლები.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა: პროექტის ავტორების თქმით, აქ მოსწავლეები ერთმანეთის ნაცვლად, მხოლოდ თავიანთ თავს უნდა შეეჯიბრონ.
განსხვავებული მასწავლებლები: ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, არსებული სისტემა ზღუდავს ნიჭიერ ადამიანებსაც, გახდნენ მასწავლებლები. „თავისუფალი განათლების“ გასავრცელებლად კი არ იქნება საჭირო განსაზღვრული პროფესია, მთავარი კრიტერიუმი კი მასწავლებლის ღირებულებები, ბავშვებთან თანასწორი დამოკიდებულება და ახლის სწავლის სურვილი იქნება.
კაცო, თუ ავტორიზებული არ იქნება, უცხოურ უნებში რამფერ ისწავლიან აი გირჩბაღნები?