გამარჯობა ყველას,
ახლა, რამდენიმე წუთის წინ, მეტროში გოგო იჯდა ჩემს წინ, ჩასვლისას შემომხედა, მეც შევხედე, ცოტა ხანი ვუყურებდით ესე ერთმანეთს, მერე გამიღიმა, მე კიდე თვალი ჩავუკარი...
აი სუპერ ღიმილი ქონდა, ჩამაქვესკნელებელი და....
მოკლედ ჩავქვესკნელდი და ისე ჩავიდა სიტყვა არ მითქვამს. (ფაცეპალმ)
ხოდა თუ რაიმე ბედნიერი შემთხვევით აქ შემოვა, რა ვიცი, რამე გააკეთე რა უცნობო გოგონა, ან მაშხალა გაუშვი გურამიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ან ხვალ ისევ მაგ დროს ისევ იმ ვაგონში დამხვდი, ან პიემში მაინც მომწერე რომ სახელი და გვარი მაინც ვიცოდე

ხო.
სხვა ყველას კიდე, იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ მოვძებნო გოგო მარტო გარეგნული მონაცემებით და ღიმილის მაგნიტუდით?