წინა ორი თვე ნორმალური ძილის რეჟიმი მქონდა, 1-2სკენ დაძინებით და 9-ზე გაღვიძებით.
ეს ერთი კვირაა ისევ ამერია, 2-დან 3-მდე გადაიწია, 3-დან 4-მდე, 4-დან აგერ 5-ის ნახევარია უკვე და ფხიზლად ვარ მაინც.
იტოგში, პრობლემა ისაა ამ დროს რომ გვიანობამდე ფხიზლად ვარ, ძილი არ მერევა. ამის პარალელურად დღისით არაპროდუქტიული ვხდები, რამეთუ ძილი მაკლია.
აბა ბრატცი და მამალცი, გამიზიარეთ პირადი გამოცდილება, როგორ გავსწორო ძილის რეჟიმი?
This post has been edited by weasel on 21 Sep 2018, 04:46