მეორე დღეა ირანში პროტესტის ტალღა აგორდა, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და აშშ-ს მორიგი მოსალოდნელი მძიმე სანქციების გასაპროტესტებლად
ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ აშშ ტოვებს ირანთან დადებულ ატომურ შეთანხმებას (სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანის მიერ ატომური პროგრამის შეჩერება), ირანში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და მოიმატა, როგორც ინფლაციის მაჩვენებელმა, ასევე ირანის ვალუტის დევალვაციის ტემპმა
ტრამპის განცხადებით, ირანის მიმართ მუშავდება სანქციების პაკეტი, რომელიც იქნება ყველაზე მძიმე, რაც აქამდე გამოყენებულ იქნა ირანის წინააღმდეგ და ძალიან მძიმედ აისახება ეს ყველაფერი ირანზე
ჩრდილოეთ კორეის ჭკუაზე მოყვანის შემდეგ, აშშ-ს სტრატეგიული ინტერესია ირანის ჭკუაზე მოყვანა, რაც ძალიან რთული იქნება(ამისი უამრავი მიზეზი არსებობს), მარა ფაქტია ტრამპმა დაიწყო უკვე ირანისადმი მარწუხების სერიოზული მოჭერა
ირანის რეჟიმმა კი, როგორც მოსალოდნელია გამოყვანა სპეცრაზმი და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედროები ქუჩებში და მიდის მასირებული წნეხი მომიტინგეების მიმართ, დაიწყეს ცრემსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება
თეირანის გარდა, პროტესტი არის კიდევ 5 ქალაქში და საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები
იანვრის პროტესტის ჩახშობის შემდეგ, ეს არის მეორე ტალღა ირანში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და ძალიან საინტერესოა ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები
ირანში არსებული რეჟიმის პოზიციები ძალიან მყარია და რთული იქნება რაიმის შეცვლა, მარა საინტერესოა სადამდე აგორდება ტალღა და რეალურად გადაიქცევა თუ არა მაშტაბურ საპროტესტო მძლავრ ტალღად
რეჟიმი კი რათქმაუნდა აპელირებს, რომ ეს არის აშშ-ს სპეცსამსახურების მორიგი მცდელობა ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და არასტაბილურობის შესაქმნელად, პრეზიდენტ როჰანის განცხადებით ეს მორიგი მცდელობაც აუცილებლად აღიკვეთება და "ბოლომდე მედგრად ვიდგებით აშშ-ს ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგო"
ირანში კი არ გამოუვათ არაფერიო და როგორც იავარში მოხდა პროტესტის ჩახშობა ასევე იქნება ეხლაცო
დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები და ძალის გამოყენება რეჟიმის მიერ
Protests Erupt In Tehran As Iranian Currency Takes A Nose-Dive
https://en.radiofarda.com/a/breaking-news-p...-/29316675.html'Large Number' of Demonstrators Arrested After Mass Protests Close Iran's Grand Bazaar
https://www.haaretz.com/middle-east-news/ir...azaar-1.6216868პ.ს წინასწარ რთულია იმისი თქმა თუ რა გამოვა, მარა ფაქტია ტრამპი არის ძალიან ეფექტური პრეზიდენტი განსაკუთრებით ობამას ჩასვრილი საგარეო პოლიტიკის ფონზე
ფაქტია ტრამპმა შეძლო და დაიწყო ჩრდილოეთ კორეის მორჯულება, ფაქტია ტრამპმა დაიწყო საქართველოს და უკრაინის იარაღით მომარაგება, ფაქტია ტრამპმა დაიწყო აშშ-ს გავლენის გამყარება მსოფლიო მაშტაბით და ობამას დროს დაკარგული პოზიციებზე კონტროლის აღდგენა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 26 Jun 2018, 18:59