ვოლსკი: პარლამენტის თბილისში გადატნით დაზოგილი ხარჯები მნიშვნელოვანწილად ქუთაისს მოხმარდება
პოლიტიკა2 საათის წინ11:58ადმინისტრატორი
" დაზოგილი რესურსი მიმართული იქნება მნიშვნელოვანწილად ქუთაისის საკითხებთან და მის პრობლემებზე. ეს შენობა უფუნქციო არ დარჩება ",-ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
"პოზიცია არ შეცვლილა, საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური პროექტებია, თუნდაც სატრანსპორტო ჰაბი გავიხსენოთ, ქუთაისის აეროპორტთან მიბმული კიდევ სატრანზიტო ხაზები, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქუთაისს დარჩება საუკუნეებით",-გაანცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, დაზოგილი ხარჯები მნიშვნელოვან წილად ქუთაისს მოხმარდება.
" პარლამენტის თემასთან დაკავშირებითაც, საუბარი იყო მაშინ იმაზე, რომ ამ ქალაქს უნდა შეეძინა პოზიცია, როგორც მეორე დედაქალაქს. საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია, ვფიქრობ, არაფრით ნაკლები არ არის, მით უმეტეს, თუ მილიონობით ხარჯი იქნება დაზოგილი და ეფექტური გახდება პარლამენტის, როგორც საპარლამენტო ქვეყანაში უნდა იყოს, მისი ურთიერთობა მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
არა მგონია, ქუთაისელებს არ ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის ეფექტურობა მთავრობასთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ დაზოგილი რესურსი მიმართული იქნება მნიშვნელოვანწილად ქუთაისის საკითხებთან და მის პრობლემებზე. ეს შენობა უფუნქციო არ დარჩება. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება შსს მიერ შენობის გამოყენებაა"-განაცხადა ვოლსკიმ.
(ისემც თქვენი #@#@#@#@#@)
ქუთაისლები გაგინებენ მკვდარს და ცოცხალს და მათ ვუერთდები მეც.
ბოლ.კომ.მოქკავშირ.ნაც.ქოცებო!!! PUKE
მიმაგრებული სურათი