brevаloაბა თუ მიხვდები სიტყვები : "პრეზიდენტის მობოდიშება და ახსნა განმარტებები , ეს ყველაფერი არაეფექტური საგარეო პოლიტიკის შედეგეია" ...ეს რომელ პრეზიდენტს ეხება

ამოაგდეს კომპრომატი
* * *
ა, კიდომ

ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „საელჩოში ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება“.
„გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ.
ჩვენ ვიცოდით, რომ ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. გაუკვირდათ თუ არა ეს ვაშინგტონსა თუ ევროპაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მოხდა მაშინ, როდესაც მისთვის ნაკლებად ეცალათ: უშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთზე იყო კონცენტრირებული, მიმდინარეობდა ოლიმპიადაც და ყველას ყურადღება ამისკენ იყო მიპყრობილი. მაგრამ ჩვენთან, საელჩოში, ეს ნამდვილადბ არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება და ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდიდით ვაშინგტონს რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა ტეფტმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? ტეფტი პასუხობს: „ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში“, - განაცხადა ტეფტმა.
* * *
ბარემ ესეც

"სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..." - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"ჩვენ დრო არ გვეყო... პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა", - ასე გაიხსენა
მან 10 წლის წინ, აგვისტოს ომისდროინდელ პრობლემები და კითხვაზე: რას ფიქრობთ იმ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო?- განაცხადა:
"2008 წლამდე რუსეთმა გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - ომი დაიწყო წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია".
ის ასევე საუბრობს იმ შედეგებზე, რაც 2008 წლის ომს მსოფლიო თანამეგობრობისთვის მოჰყვა:
"ყველა სიგნალი, რაც 2008 წელს გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ". მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა მისტრალები მოსკოვისთვის".
This post has been edited by ბესიკის26 on 21 Sep 2018, 09:34