ისტორიული შედეგი - საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა აშშ დაამარცხა და საუკეთესო 8 გუნდში შევიდა
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე ვაჟთა გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა და 45:38 დაამარცხა.
გამომდინარე აქედან, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდში იასპარეზებს.
ცუდად დაწყებულ შეხვედრაში გარდამტეხი მიხეილ მარდალეიშვილისა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, ინდივიდუალურ პირველობაში ვერცხლის მედლის მფლობელის, ელი დერშვიტცის შეხვედრა გამოდგა, რომელიც მარდალეიშვილის გამარჯვებით, ანგარიშით 12:3 დასრულდა.
შემდეგ ქართველმა მოფარიკავეებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა კარგად გამოიყენეს
და მეტოქეს დამაჯერებლად, 45:38 სძლიეს.
გადამწყვეტი შეხვედრები 25 ივლისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები, რომელმაც ისტორიულ შედეგს მიაღწია და პირველად იასპარეზებს მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდს, ირანის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ირანელები FIE-ს რეიტინგში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. შეხვედრა საქართველოს დროით დილის 9:10 საათზე დაიწყება.
//////////
ქართველმა წყალბურთელებმა პირველად მიაღწიეს ორ გამარჯვებას ევროპის საფინალო ტურნირზე და დაიკავეს მე-13 ადგილი. ანუ ჯგუფში ჩარჩენილ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გუშინ წინ დაამარცხეს თურქეთის ნაკლები. დღეს სლოვენიის.
უაუზო ქვეყნისთვის ეს უდავო წარმატებაა
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3