არმეძებოს თემამ მომცა იდეა.
ძალიან ცუდი სიტუაციაა, ჩემი სანათესაოდან სამი ქალი წავიდა უკვე იტალიაში მონად სამუშაოდ.
იქ თეთრ მონებად ყავთ.
ზოგი არალეგალურადაა და როგორც ცხოველებს ისე ეპყრობიან.
ბიცოლაჩემი, რომ წავიდა ისეთ ოჯახში მოხვდა რომ საჭმელს არ აჭმევდნენ.
ერთი თვე თვე დღეში 200 გრამ პასტას აძლევდნენ. ეს ხმას ვერ იღებდა, არალეგალი, აქედან ვალებით წასული. თვის ბოლოს 45 კილო იყო.
პენსიონერებს, უბრალო ხალხს შიმშილით სული ძვრებათ.
ჩვენი სამსახურის დამლაგებელმა, იმდღეს მარკეტში ორი ცალი სასისკი ააწონინა.
ვირივით შრომობს ახალგაზრდა გოგო და ბოლოს ორ სასისკს ყიდულობს.
ბოღმა გამეჩხირა ყელში.
ამ დროს აქაური გასუქებული საქონლები იტალიური ვილების ასლებს იშენებენ
აი ბატონო ძველი ამბავია კობა ნაყოფიას იტალიური ვილა
https://www.ambebi.ge/article/222163-vis-ek...rtuli-analogia/
ქართველი ხალხის რესურსების წოვით მილიარდელები ხდებიან.
იქ თავნესვა ყიფიანი მილიონებს ითხოვს ქრთამად.
ხოდა ამის ფონზე მინდა გკითხოთ რა?
აი რა უნდა მოხდეს რო თქვენი ელასტიური მოთმინების ფიალა გაივსოს და დედის რძეც არ შეარჩინოთ მაგ ახვრებს?
This post has been edited by badrijan on 23 Sep 2018, 01:03