თემის ინსპირაციად ესაა აღებული:
აიფინოფეტიშიზმის უნიკალური გამოვლინება ღრუსეთში, თანაც ეს უკვე სტანდარტული სერვისიაო თავისი სტანდარტული ტარიფებითო...
http://ba-russia.info/?p=3048
არადა აიფონომანია ჩვენთანაც საკმაოდ ფეხმოკიდებულია, მთავარი საჩუქარი ძაან ახლობელ ადამიანებში ახლა გინდ საქორწინო, გინდ სადაბდღეო, ან საშეყვარებულებო თუ სამეგობრო და სხვა, აიფონია ან სხვა ძვირადღირებული სმარტფონია, ხშირად ლამის ბოლო სახსრებით ნაყიდი...
ის გაგვახსენდა მე და მსოფლიო დემოკრატიას, ის ჩვენი ვაი-მომღერლუკა გოგოშკა რომ იძახდა, შოკოლადი უფრო მიყვარს, ვიდრე სამშობლოო და საინტერესოა, ჩვენ საზოგადოებაში რამდენი 15-ლარიანი გაცვლიდა სამშობლოს აიფონზე?...

ჰოდა როცა საზოგადოებაში ასეთი აიფონო- თუ სმარტფონომანია არსებობს, წარმოგიდგენიათ, თანამდებობრივ სავარძლებზე რა იქნება ამ მხრივ? რამდენი გაყიდის-ჩააპორტირებს საკუთარ პარტიასაც და დეკლარირებულ მრწამსაც, ოღონდ დაუძახონ და ოღონდ კი ასეთ სახელისუფლებო სავარძელზე მოკალათდეს ან ასეთ სავარძელზე მოკალათებულის მოადგილედ მაინც მოჯდეს...
და რას უნდა ელოდოს ერი და ბერი ასეთებისგან, ასეთთა მმართველობისგან?...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...