#53524558 · 2 Oct 2018, 13:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
albert_buzaladze ლაივში ნახე დაჯექი გაატარე, ზომა პატარაა და თუ კარგად და კომფორტულად იგრძენი თავი მშვენიერი სკუტერია.
ჰონდაა ოღონდ ინდოეთშია აწყობილი, ვინც იყიდა უმაყოფილო არავინ არის ხარისხის მხრივ, ქალაქში იდეალური ვარიანტია და ქალაქგარეთაც მშვენივრად ივლი.
რამოდენიმეჯერ გავატარე და მანევრირებადი სკუტერია, კარგად ზიხარ მინი მოტოციკლზე გგონია თავი :დ მაგრამ მე არ მომწონს იმიტომ რომ ძალიან პატარაა.
სიჩქარე 80-90 მდე აქვს. საბარგული აქვს ძალიან პატარა და საწვავის ავზი, ასევე საწვავის მაჩვენებელი არ აქვს და რო გაგითავდება რეზერვზე გადართავ და გარკვეულ კმ ს გაგატარებს, ზუსტად არ ვიცი რამდენს გადის რეზერვით.
ორი ნორმალური ზომის ადამიანიც ჩვეულებრივად იმოძრავებს.
This post has been edited by Andgula on 2 Oct 2018, 13:17
|