Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#53486241 · 25 Sep 2018, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს პოსტი FB-ზე ვნახე და ვერ მოვითმნე რომ აქ არ დამედო. ვნახოთ რა კომენტარებს დადებენ ფორუმელი "სამხედრო თავები".
ქართველებს ოდითგანვე გვაინტერესებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, როდესაც კარგად ვერკვეოდით ამ პროცესების არსში, ჩვენი ლიდერები მას მშვენივრად იყენებდნენ ქვეყნის გასაძლიერებლად. როდესაც ცოდნა და გონიერება არ გვყოფნიდა, ფორტუნის იმედად ვიყავით. როდესაც ქვეყნის სათავეში ბრიყვები ან ანგარებიანი მმართველები იყვნენ უბედურება დაუყოვნებლივ დაგვატყდებოდა თავს. როდესაც ქვეყანაში , სახელმწიფოში, ჭკვიანი ადამიანები ბევრია, დიდ ბოროტებასთან გამკვლავებაც კი შესაძლებელია. აღმატებულ სამხედრო მანქანასთან ბრძოლის ველზე განცდილი მარცხი ყოველთვის კომპენსირდებოდა სხვადასხვა ღონისძიებებით. ეს მხოლოდ ქართული, ლოკალური მოვლენა არ არის, ასე ხდება მსოფლიოში და მას თავისი კანონზომიერები აქვს. ყველაზე ნათელი მაგალითი დამარცხებული პატარა ფინეთი და გამარჯვებული საბჭოთა კავშირია, მიუხედავად მარცხისა, ფინეთი თავის მოქალაქეებისთვის ოაზისად იქცა, ხოლო საბჭოთა კავშირი ღარიბ და მორალურად დათრგუნული ადამიანების საპყრობილედ. რა ხდება დღეს რუსეთში? სირიისთვის ს 300 გადაცემა, როგორც ცალკე აღებული მოვლენა, არაფრით აღემატება სხვა მოვლენებს, დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთი სირიაში თავის სამხედრო სიძლიერისთვის ყველაფერს აკეთებს, დაწყებული სამხედრო ბაზების გაძლიერებით, დამთავრებული სამხედრო ქვედანაყოფების რიცხოვნობის ზრდით, აგრეთვე ასადის რეჟიმისთვის სულ უფრო დიდი მოცულობის სამხედრო დახმარების აღმოჩენით. მაგრამ ამ სტატუსში სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას: სტალინის მოწამვლის შემდეგ, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, პოლიტიკური ელიტის ნაწილმა სამხედროები გამოიყენეს, თავიდან როდესაც ბერია მოკლეს თავისივე საცხოვრებელში და შემდეგ ლიდერის გარეშე დარჩენილ სპეცსამსახურებში წმენდა ჩაატარეს და მეორედ, როდესაც ხრუშოვი გადაარჩინეს პოლიტბიუროს „ბუნტისაგან“ და ცკ-ს მდივნობა შეუნარჩუნეს. თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ჟუკოვი შეეცადა სამხედრო გადატრიალებას და სამხედრო დიქტატურის დამყარებას ( საბედნიეროდ ხრუშოვი უფრო ცბიერი და ჭკვიანი აღმოჩნდა). ქვეყნის შემდეგი მმართველებმა ბალანსის პოლიტიკა აირჩიეს, სახელმწიფოს მართვაში, ანუ ხალხის და ქვეყნის სიმდიდრის ძარცვაში სპეც სამსახურებსა და სამხედრო ელიტას მეტნაკლებად თანაბარი წილი გაუჩინეს. ეს სიამტკბილობა ბრეჟნევის აღსასრულთან ერთად დასრულდა, ანდროპოვ-გორბაჩოვის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ სამხედროების შევიწროება დაიწყეს ( ავღანეთში დაასრულეს ოპერაცია, შეწყვიტეს იარაღის მიწოდება რეჟიმებისთვის, ვარშავის სამხედრო კავშირს დაფინანსება გადაუკეტეს და ა.შ.), მაგრამ მათ არ ეყოთ არც გონიერება, არც შრომისმოყვარეობა არც თანმიმდევრულობა სტალინისგან განსხვავებით და საბჭოთა კავშირიც შემოეფრცქვნათ. სპეც სამსახხურებმა ქვეყანა გაძარცვეს, მაგრამ ქვეყნის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ძალაუფლებაში მოსვლისა და შენარჩუნების ლოგიკა არც 90-იან წლებში შეცვლილა, კრიტიკულ მომენტში, რუსეთის ხელისუფლებას სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პუტჩის თუ სხვა პოლიტიკური კრიზისების დასაძლევად კვლავ დაჭირდა სამხედროები, გრაჩოვის ლოიალობამ ელცინს საშუალება მისცა „ტახტი“ შეენარჩუნებინა. მაგრამ ქვეყანაში, სუსტი მართველობის პირობებში, სამხედრო ელიტა, ფულს ისეთ კრიზისებში აკეთებდა ( ჩეჩნეთი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, მთიანი ყარაბახი და ა.შ.) რომელიც თვითონ რუსეთის ხვალინდელ დღესაც საეჭვოს ხდიდა. სპეცსამსახურების ბიზნეს ფრთას საერთოდ არ აწყობდა ასეთი სიტუაცია, მათი ძალისხმევით და რისკით მოპოვებულ ქონებას სამხედროები ყოველგვარი დამსახურების გარეშე ინაწილებდნენ. რუსეთის სათავეში პუტინი მოიყვანეს და სამხედროები კვლავ ჩამოაშორეს პოლიტიკასაც და რესურსებსაც, დამთავრდა ომი ჩეჩნეთში, სამხედრო სამრეწველო კომპლექს გაეყინა შეკვეთები, დაკონსერვდა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე კონფლიქტები, ჯარები გაიყვანეს თითქმის ყველა ქვეყნიდან ( მათ შორის საქართველოდან). პუტინმა დაიწყო თავისი ინტერესების გატარება. სამხედროებს არ დარჩათ არც ერთი არგუმენტი ან მიზეზი წვდომა ჰქონოდათ იმ უზარმაზარ თანხებზე, რომელიც ქვეყანაში შექმნილი დოვლათიდან ტყდებოდა ან ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან გროვდებოდა. თუმცა, რუსეთი მივიდა იქ სადაც უნდა მისულიყო, სტალინის სახელმწიფოს მართვას სტალინი ჭირდება, ან მართვის პრინციპების შეცვლა. როდესაც სტალინი ამ ტიპის სახელმწიფოს ქმნიდა, შექმნილი დოვლათი მთლიანად ძლიერებას ხმარდებოდა და მსოფლიო ბატონობის მიზანს ემსახურებოდა. მას არც პირადი სიმდიდრე აინტერესებდა და არც ძალაუფლებლებით ტკბობის ავადმყოფური ვნება ჰქონდა. ყველა მისმა მემკვიდრემ ამაზე წაიტეხა კისერი, დეკლარილებული ამბიცია სტალინის თამასას უსწორდებოდა, ხოლო მართვა კოლმეურნეობის თავმჯდომარისასაც კი ვერ უტოლდებოდა. როგორც მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რუსეთში სამხედროები წილში ბრუნდებიან, ყირიმის ავანტიურის შემდეგ პროცესი შეუქცევადი გახდა, თუ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსი გენერალიტეტი ისევ ყაზარმებში შეკეტეს და თან მაგრად დასცინეს, ყირიმის ანექსიამ სამხედრო თემები წინ წამოწია და დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში სამხედროების მზარდი აპეტიტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ სერდიუკოვი გაცილებით მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურით, შოიგუთი ჩაანაცვლეს. რის შემდეგაც ერთის მხრივ „პახანის“ სრული მორჩილება აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მისი საშუალებით „კუშის“ გაზრდას ითხოვენ. სირია, არის ზუსტად სამხედროებისათვის გადაგდებული ძვალი, დიდი „ბიზნესპროექტი“, რუსეთის გარეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის გარეთ. რუს სამხედროებს გაუჩინეს ილუზია, რომ ისინი საქმეში არიან და დიდ პოლიტიკას დაუბრუნდნენ, რომ ფული და დაფასება ისევ ექნებათ. საინტერესოა, ამ ეტაპზე პუტინი კვლავ რჩება სპეცების ლობისტად, თუ ცდილობს, სპეცებსა და სამხედროების წინააღმდეგობებზე, დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს? როსგვარდიის გაძლიერების ფონზე, უფრო სავარაუდო დამოუკიდებელი თამაშიის ვერსია. რომ დავაზუსტო, სპეცებს შიგნით წარმოშობილმა კონფლიქტმა, აიძულა პუტინი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, კვლავ შემოეყვანა პოლიტიკაში სამხედროები. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვაკვირდებით, პუტინმა ყველაზე უმართავი და უმართაობის დროს საშინლად დამანგრეველი ძალა აუშვა. ს 300-ს სირიისთვის გადაცემა ამ პროცესის შემადგენელია. შემდეგი საჩუქარი რუსი სამხედროების სირიული სათამაშოსთვის კიდე უფრო ძვირფასიანი იქნება. თამაში კიდე უფრო სისხლიანი. მაგრამ, როდესაც სამხედრო წარუმატებლობით თავგბეზრებული რუსი სამხედროები კვლავ რუსულ შიდა პოლიტიკას მიუბრუნდებიან რამდენად მოახერხებენ მათ დამორჩილებას ძნელი სათქმელია. სირია, აუცილებლად გადაინაცვლებს რუსეთში. სამწუხაროა, მაგრამ ყველაზე დიდი ალბათობით, ძალაუფლებისათვის ძალოვნების შერკინების სისხლიანი სცენარი განვითარდება. დააკვირდით შოიგუს განცხადებებს, დამთავრებულ თუ დაუმთავრებელ აზრებს.
გაითვალისწინეთ რომ ამ პოსტის ავტორი ფორუმელი, რომელაც მე პირადად წინასწარ ვუხდი ბოდიშ მისი ანალიზის ფორუმზე უკითხავად გამოტანისთვის.
ესეც შუიგოს გუშინდელი გამოსვლა.
ამას დამატებული რუსეტIს მუქარა ლუგარის ლაბოროატორიის ვერ აატანის შესახებ!
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|