#53495000 · 26 Sep 2018, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეროვნული ბანკის ინციატივით იცვლება სესხის გაცემის პირობები ფიზიკური პირებისთვის. მოკლე შინაარსი შემდეგნაირია:
თუ ადამიანს 5 000 ლარამდე ხელფასი აქვს, მისი ვალდებულება სესხის გამცემი ორგანოს მიმართ ყოველთვიურად ხელფასის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ანუ, თუ პირს აქვს 1 000 ლარი შემოსავალი, მისი ფინანსური ვალდებულება 200 ლარს არ უნდა აჭრბებდეს 3 000 ლარის შემთხვევაში - 600 ლარს 5 000 ლარის შემთხვევაში - 1 000 ლარს; 5-7 ათასი ლარის შემთხვევაში კოეფიციენტი 25%-მდე იზრდება და პირობითად, 7 000-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, პირის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 1 750 ლარს არ უნდა აღემატებოდეს; 7-10 ათასი ლარის შემთხევაში, კოეფიციენტი 30%-მდე იზრდება და 10 000-ლარიანი ხელფასის პირობებში ადამიანის ყოველთვიური ფინანსური ვალდებულება 3 000 ლარზე მეტი არ უნდა იყოს დებულების თანახმად, იმ პირებს, ვისი ხელფასიც 10 000 ლარს აღემატება, სესხის მომსახურების კოეფიციენტს ბანკი თავად განუსაზღვრავს (ინფო აღებულია ლიბერალის სტატიიდან).
მოკლედ ცხარე დისკუსია მქონდა ამაზე მეგობართან, მე ძალიან კარგად ვერ ვერკვევი ეკონომიკაში, მაგრამ იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ვინც ერკვევით, ეს რეგულაცია საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის რატომ არ იქნება უარყოფითი?
|