სად იყვნენ ეს ხალხი აქნობამდის და რატო ისჯებოდა სისხლის სამართლებრივი დევნით პლანის მოხმარება არ მესმის.
თურმე რა საშინელ და უფერულ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
რამდენიმე დღის წინ ვიყავი ხარაგაულის რაონის რამდენიმე სოფელში და კაცი აღტაცებული დავრჩი მოსახლეობის ბედნიერებით.
დიდი თუ პატარა პლანს ეწევა, ბედნიერია და ყველა გაღიმებული დაიარება.
მერე რა რომ ვალები ახრჩობთ - მოწია პლანი და დაიკიდა.
მერე რა რომ სახურავი შესაცვლელია და ფული არ აქვს - მოწია პლანი და ჰკიდია.
მერე რა რომ მოსავალი გაუნადგურდა და მშიერი მოუწევს ყოფნა - მოწია პლანი და ჰკიდია.
მერე რა რომ მოსავალი გაუნადგურდა და მშიერი მოუწევს ყოფნა - მოწია პლანი და ჰკიდია.
მერე რა რომ რაღაც სტკივა და ექიმთან მისვლა არ შეუძლია - მოწია პლანი და ჰკიდია.
და საერთოდ მოწია პლანი და ყველაფერი დაიკიდა, იცინის, უხარია, აღარ არის დაბოღმილი თავის მდგომარეობაზე, გამგებელზე, მეზობელზე, ქვეყანაზე და ტრიფონაზეც კი.
არარ ახსოვს ფუჭი დაპირებები და უკან წასული ცხოვრების დონეც.
აღარც აგრესიულობა და მეზობელთან ჩხუბი-აი ღვინის სმისას რომ მოსდიოდათ.
აღარც ცოლშვილს უბრახუნებენ გვერდებში, პლანის შემდეგ ნაზიკია გაცილებით ლამაზი ხდება, ვიდრე პოლლიტრა არყის შემდეგ.
ნელნელა მკვიდრდება სტუმარმასპინძლობის ახლი წესი: ერთი სახლი დამიბოლე გენაცვლე.
თან მხიარული პაპიროსი უფრო იაფია ვიდრე მაღაზიაში გასაყიდი იმპერიალისტური თუთუნის პაპიროსები.
დიდება პლანს და დიდება პარტიას
ვამბობთ პლანს და ვგულისხმობთ პარტიას.
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა ამ ახალ შენებას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველოს მინდორ ველები დაიფარება ამ ღვთისგან ბოძებული მცენარით და უკლებლივ ყველა ბედნიერები გავხდებით მისი მოხმარებით.
წინ ბურუსით მოცული ბედნიერი ჰალუცინაციებისკენ, სადაც ყველას ყველაფერი ჰკიდია.
P.S. მსგავსი სასიხარულო ცნობები მოდის საართველოს ხვა რაიონებიდანც.
მიმაგრებული სურათი
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: