http://www.interpressnews.ge/ka/article/51...onit-ukmaqopilo ვიდრე საქართველო არ გახდება ნატო-ს და ევროკავშირის წევრი, ყოველთვის ვიქნები შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობის დონით უკმაყოფილო...
„მე ყოველთვის მოვითხოვ მეტს და შესაძლოა, ხშირად გადავამეტებ ამ მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მოტივაცია მოდის იქიდან, რომ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესებიდან ვლაპარაკობ.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი მდგომარეობს შემდეგში: ეს არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც არის ახლა რეგისტრირებული და რომელსაც უფრო სწრაფად მიღება და გატარება სჭირდება. ბუნებრივია, ეს არის დაცულობის გარანტიები. საქართველო თამაშობს მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში სტბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გლობალური თანამშრომლობა, რეგიონის სტაბილურობა, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაძლებლობის დაფიქსირება და მხარდაჭერა იმ ერისა და ქვეყნისა, რომელიც ასე მტკიცედ დგას გაზიარებული ღირებულებებისთვის. ეს, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესებში. ეს არის რეგიონის, დასავლეთის, შეერთებული შტატების ინტერესში იმისთვის, რომ სტაბილურობა და სტაბილურობის პროექცია განხორციელდეს ეფექტურად. მე ყოველთვის მოვითხოვ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეტ ჩართულობას, მეტ აქტიურობას ყველა ფორმატში, როგორც ნატო-ში, ევროკავშირსა და ორმხრივ ურთიერთობაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
............
შენ ვერ გაბედე შე თავგასიებულო ადრე გეთქვა
და სალომე ეტყვის მაგას ზუსტად ყველა გამოსვლაზე დასავლეთს
რომ მარტო ჩვენი ინტერესი არაა ნატო და ცოტა თავი გაანძრიონ და საქმე გააკეთონ.......