''ეს, ბეჩავი ოცნების და სალომეს ქებად არ მინდა ვინმე "ვიწრომ" ჩათვალოს, როგორც ჩვევიათ, რადგან აი ლოგიკა და იქნებ განათდეს თქვენი დაბნელებული გონება ვისაც გეხებათ

1. ქალს სალომე ჰქვია, ემიგრაციაში დაბადებულს, კაცს - გრიშა, თბილისში დაბადებულს და მაინც ქალია რუსების.
2. კაცი საბჭოთა ელიტის და პარტიული ნომენკლატურის წრიდანაა, მამა კომუნისტების მუდმივი „დიდი კაცი“ ჰყავდა, ქალი რუსებს გაქცეული ემიგრანტების შთამომავალია და მაინც ქალია რუსების.
3. ქალს ქორწინებებს უწუნებენ და რუსი მაინც არ ჰყოლია ქმარი და კაცს პირველი ცოლი რუსების პარტიული ბოსის შვილი ჰყავდა და ვაჟი რუსეთის მოქალაქე ჰყავს ეხლაც და კიდე ქალია რუსების.
4. ქალმა ევროპაში და ამერიკაში ისწავლა, კაცმა - მოსკოვის კაგებეშნიკურ ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში და მაინც ქალია რუსების.
5. საბჭოთა ეპოქაში ქალი სულ სხვა დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრობდა და მუშაობდა, კაცი - საბჭოთა რუსეთში, დაჰყვებოდა „პაეზდკებს“ საზღვარგარეთ და ყველამ იცის, რომ საზღვარგარეთ „კგბ“-ს გარეშე იოლად არავინ დადიოდა და მითუმეტეს დელეგაციების თანმხლებნი ვინ იყვნენ, ესეც ყველამ კარგად იცის.
6. ქალს შვილები უდგას გვერდით და თავისი ქოცები, ქართველები მაინც და კაცმა აავსო საარჩევნო „შტაბკვარწირა“ რუსებით და მაინც ქალია რუსების.
აბა, თუ გამოიცანით სად არის აქ სწორი ლოგიკა???''
ფბ-დან მოგიტანეთ .
ია ნე ავტორ.
This post has been edited by Mako Subladze on 2 Nov 2018, 22:46
მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.