http://netgazeti.ge/news/307379/2018 წლის აგვისტოში 2%-ით გაიზარდა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკა.
სულ წლიური საშუალო შეადგენს 4,8%-ს.
კარგი ზრდა გვქონდა I და II კვარტალში, ახლა ისევ უკან უკან მიდივართ.
თვით "ბღუჯა" და სურაჯ კვირიკაშვილიც კი უკეთეს ეკონომიკურ ზრდას დებდნენ.
2% ძალიან ტეხავს, მარადიული სიღარიბის განაჩენია ფაქტობრივად.
მოკლედ დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ დავივიწყოთ ქოცი, ნაცი, შმანცი და ა.შ. ამ ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრობლემა ეკონომიკური განუვითარებლობა, სიღარიბე, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და ა.შ. ამ ხასიათის პრობლემებია.
ყველა სხვა პრობლემაც დიდწილად აქედან მოდის, რადგან არჩევნებია მალე შევეხოთ ამას, მაგალითად ადმ.რესურსი რომელიც ნებისმიერ მთავრობას აძლევს ხმას(ზვიადს, ედუარდს, სააკას, ბიძინას) ესეც ეკონომიკური სიდუხჭირის ბრალია.
იმიტომ რომ ამ ხალხს უნდა სამსახურის შენარჩუნება, ქვეყანაში კიდევ ცოტა სამუშაოა და დაბალი ხელფასები, ხოდა უმეტესობას ეშინია ცვლილების და ბოლო 27 წელია აძლევს ხმას იმას ვინც შეიძლება ეზიზღება, მაგრამ სხვა გზა არ აქვს ოჯახი ყავს და რა ქნას.....
2% ნიშნავს რომ ამ საუკუნეში ვერ ამოვალთ წუმპიდან.
2% ნიშნავს რომ მუდმივად გაიყიდება მოსახლეობის ნაწილი 20 ლარზე და მეორე ნაწილს კიდევ მაგრად დააბოლებენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით აფერისტი, მატყუარა პოლიტიკოსები(აი შალიკო მარცხნიდან რომელიც ლამის სოციალიზმს პირდება ხალხს, ჯაფარიძე მარჯვნიდან რომელიც საზღვრების გახსნას და ათასი ჯურის ხალხის შემოყრას ქადაგებს, ყველანაერი რეგულაციის მოხსნას და ამ გზით "გამდიდრებას" პირდება ხალხს და ა.შ.).....
ხოდა მთავრობავ მაგრად ტეხავს, 2% ძალიან ტეხავს. მესმის 10%-12% დადება ძნელია, მაგრამ 5-7% რატომ ვერ უნდა დაიდოს სტაბილურად, აქვს ამას რამე ახსნა?