დავით ბაქრაძე - სახელმწიფო ვალდებულია, სერიოზულად მიუდგეს ამ მასშტაბის საჯარო სკანდალს და სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი
სახელმწიფო ვალდებულია, სერიოზულად მიუდგეს ამ მასშტაბის საჯარო სკანდალს და სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობაზე საუბარი არარელევანტურია. „როდესაც გამოჩნდა პირველი ჩანაწერები „იბერიასათან“ და „ომეგასთან“ დაკავშირებით, ყველას გაგვიჩნდა კითხვის ნიშანი, არის თუ არა სიმართლე, ჩანაწერი არის ავთენტური თუ არის დამონტაჟებული. შემდეგ უკვე კითხვის ნიშნები, სინამდვილესთან და ავთენტურობასთან დაკავშირებული, გახდა არარელევანტური. სახელმწიფო ვალდებულია, სერიოზულად მიუდგეს ამ მასშტაბის საჯარო სკანდალს და სერიოზულად გამოიძიოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მეტი რა ქნან ცდილობენ ბიძოს დახმარებას