საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები - რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციამ ჩანთები და მსოფლიო რუკა დაარიგა, სადაც საქართველოს ნახევარი რუსეთის შემადგენლობაშია შეყვანილი.
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, მარკ გლუხოვსკიმ, პირველ არხთან ხანტი მანსიისკის დელეგაციის მიერ დარიგებულ რუკებზე კომენტარი გააკეთა. გლუხოვსკიმ დიზაინერის შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ რუკის მომზადების დროს პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
„ეს არის დიზაინერის შეცდომა. მაჩვენეთ რუკა, სად არის. ბოდიშს ვიხდით დიზაინერის შეცდომის გამო. რუკები უკვე დარიგებულია და მის შეცვლას აზრი აღარ აქვს, ხვალ ოლიმპიადა უკვე სრულდება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ აქ ჭადრაკის გამო შევიკრიბეთ და არა პოლიტიკური განცხადებებისთვის. რუკის მომზადების დროს ყურადღება პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის არავის მიუქცევია. ეს არ იყო გამიზნული ქმედება. საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები. ეს ჭადრაკის საერთაშორისო რუკაა. პოლიტიკური რუკა არ არის.“- თქვა გლუხოვსკიმ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=185572-%E1%...%83%A0%E1%83%98
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )