გახსოვთ სრასია24-ის და რაშა თუდეის გაშვებული სიუჟეტები ვითომდა უკრაინელები რუს ბავშვებს ჯვარზე აკრავდნენ რომლის შემდეგ ყირიმში და დონბაში მწვანე ღორუკები გამოჩნდნენ? გახსოვთ 2004-2007 წლებში აფხაზეთში და ცხინვალში გამალებული პასპორტიზაცია? კარგია თუ გახსოვთ გამოგადგებათ ჩასაანალიზებად...
ფრთხილად: მიმდინარეობს რუსული საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაცია და სამზადისი აგრესიისთვის
რუსულმა მხარემ ლუგარის ცენტრის საკითხი ბოლო დროს პირველად გაზაფხულზე წამოსწია წინ, მას მერე რაც მხილებული იქნა რუსეთის ჩართულობა “სკრიპალების საქმეში” — როდესაც ნერვული გაზი “ნოვიჩოკის” გამოყენებით ინგლისში ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. სულ ბოლოს, 4 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება პირდაპირ მოჰყვა რამდენიმე სახელმწიფოს მიერ 7 რუსი ჰაკერის პასუხისგებაში მიცემას. ორივე შემთხვევაში, რუსებმა ლუგარის ცენტრის საკითხი კონტრ-შეტევის მასალად გამოიყენა, მას მერე, რაც თვითონ რუსეთი იქნა მხილებული დანაშაულებრივ ქმედებაში
ლუგარის ცენტრის საკითხის მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან წინ წამოწევა ცხადყოფს, რომ რუსეთს ამჯერად სამიზნეც უფრო მაღალი აქვს. გახსოვდეთ, რომ რუსეთი ტყუილუბრალოდ არასდროს აკეთებს განცხადებებს. ტიპიურად რუსეთი პირველ რიგში იდეურ ნიადაგს ქმნის, შემდეგ კი მოქმედებს. ამის ნათელი მაგალითია ე. წ. “პასპორტიზაცია”, როდესაც რუსეთი პირველად თავის პასპორტებს არიგებს, შემდეგ კი “მოქალაქეთა დაცვის” საბაბით სამხედრო კამპანიას აწარმოებს. იმავე მეთოდს მიმართა რუსეთმა უკრაინაში შესაჭრელად, რასაც წინ უძღოდა რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ცრუ ინფორმაციების გავრცელება უკრაინაში ეთნიკური რუსების შევიწროების, წამების და მკვლელობის შესახებ. რუსული პროპაგანდის სააგენტოები ყოველდღიურად ამზადებდნენ ცრუ სიუჟეტებს ცრუ "თვითმხილველებით", რომლებიც კამერებზე იძლეოდნენ ცრუ ჩვენებს ვითომდა რუსი ეროვნების ბავშვების უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან ჯვარზე გაკვრაზე, დახრჩობაზე, დახვრეტაზე, რასაც მალევე მოყვა რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლების ფარული ინტერვენცია ყირიმში და სრული ანექსია. პარალელურად მიმდინარეობდა "დონბასელი შახტიორების" სახელს ამოფარებული რუსული სამთავრობო კერძო სამხედრო კომპანიებიდან მრავალათასიანი ძალების გადასროლა დონბასის რეგიონში და შეიარაღებული შეტაკებების დაწყება. იმავეს მაგალითია საკითხების “სიკურეტიზაცია”, როდესაც რუსეთი, ვთქვათ, “ტერორიზმს ამხელს”, მაგალითად ჩეჩნეთში ან პანკისში, მერე კი სამხედრო კამპანიას იწყებს. აშკარაა, რომ ახლაც რუსეთი წინასწარ ამზადებს შესაძლო აგრესიის ნიადაგს. წინასწარ საფუძვლის შემზადება პუტინის რეჟიმის ხელწერაა მმართველობის პირველივე წლებიდან. ამის ნათელი მაგალითებია მოსკოვში 1999 წელს ფსბ-ს წარმოებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების სერია, რაც კრემლმა ჩეჩნებს დააბრალა და დაიწყო ჩეჩნეთში შეიარღებული ძალების ინტერვენცია, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის სახელითაა ცნობილი.
რუსული ოპერაციების ისტორიის ლოგიკის გათვალისწინებით, დასაშვებია მოსაზრება, რომ რუსეთმა ლუგარის ცენტრის საკითხი გარკვეული სახის სამხედრო აგრესიის გასამართლებლად გამოიყენოს. ასევე შესაძლებელია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით თვითონ განახორციელოს ტერორისტული აქტი — განსაკუთრებულად ისეთ ხელსაყრელ დროს, როგორიც ტურისტული სეზონია, — შემდეგ კი ყველაფერი ლუგარის ცენტრს გადააბრალოს, რის შემდეგაც ბიოლოგიური იარაღის პრევენციის მოტივით სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს საქართველოს წინააღმდეგ. არ არის გამოსარიცხი სხვა ვარიანტიც, რომელიც ითვალისწინებს ბიოლოგიური იარაღის გამოყენება საზოგადოების განსაკუთრებული პოლიტიკური პოლარიზების დროს, მაგალითად არჩევნების პერიოდში, რომელსაც მოყვება შეიარღებული პროვოკაციები სამთავრობო ან ოპოზიციური მომხრეების ნიღაბს ამოფარებული რუსული სპეცდანიშნულები ძალების მხრიდან (დონბასური და 2008 წლის ომის სცენარით), რომელიც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
რა სცენარიც არ უნდა იგეგმებოდეს, ერთი რამე ნათელია, ასეთი მაღალი სცენიდან, როგორიც თავდაცვის სამინისტროა განცხადებები ჰაერზე არ კეთდება და აუცილებლად მოყვება გარკვეული ქმედება. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის რომ რუსულმა გენერალიტეტმა საქართველოს ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ განცხადების გასავრცელებლად შეკრიბა სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები, რაც ფაქტობრივად საერთაშორისო საზოგადოებაში საინფორმაციო ნიადაგის შემზადებაა, რაც შემდგომი შესაძლო რუსული ჯარების ინტერვენციის გასამართლებლად დასჭირდება.
https://www.infoarmy.ge/ge/news/57/lugaris-...-misia-moqalaqe
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )