აი, ჩვენი რეალური ტრაგედია, მაგრამ ვის ანაღვლებს.
"რუსო მისმა მოხუცმა ნახა საწოლში გარდაცვლილი" - საბერძნეთში ქართველი ქალი გარდაიცვალა
საბერძნეთში ემიგრანტი ქართველი ქალი გარდაიცვალა. რუსო ბერიძე-ჩიხრაძე ათენში ცხოვრობდა. ის საწოლში გარდაცვლილი იმ მოხუცმა ნახა, რომელთანაც მუშაობდა.
"ჩვენი რუსო ბერიძე-ჩიხრაძე აღარ გვყავს! საყვარელი, თბილი იუმორით სავსე გოგო, თურმე რამდენ დარდს იტევდა გულში და ვერ გაუძლო მისმა თბილმა გულმა! რუსო მისმა პაპამ ნახა საწოლში გარდაცვლილი. მენანები, საყვარელო, ნათელი დაგადგეს.
რამდენი ემიგრანტი გავაცილოთ აქედან ცრემლით, რამდენი?! რუსო, ნათელი შენს ხსოვნას, საყვარელო. გემშვიდობებით ათენის ემიგრანტები და სრულიად საემიგრანტო. არ გინდოდა უცხო მიწაზე სიკვდილი და მაინც ეს ბედი გეწია, დაო!”, - წერს მარინა წერეთელი.
This post has been edited by Domenic_Fereira on 9 Oct 2018, 06:46