6iani
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 172
წევრი No.: 231875
რეგისტრ.: 11-May 17
|
#53149786 · 24 Jul 2018, 15:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიბლიური სიუჟეტებს შორის კავშირდება არახალია და ძველი, რადგან თავად კავშირდება ანუ კავშირის პრინციპი ალბათ უძველესი პრინციპია, მაგრამ არის თუ არა კავშირდების პრინციპი სახე ინდივიდუმის იქით თუ ინდივიდის მრავალრმხრივობის შიგნითა პროცესში არსებული კავშირდებაა, რაც გულისხმობს კანონის დონეზე საკუთარ წესრიგთან დადებულ ხელშეკრულებას თუ აქ ჩართულია ინდივიდის გარეთ ე.წ კრების ანუ საზოგადოების მრავალ ინტერესთა არსებულის კონფლიქტი და მისი გამოხატულება მოცემულობასა და პიროვნებაში და რამდენად შესაძლებელია მოცემულობისა და პიროვნების კონტროლი თავად პიროვნების მიერვე ან არის თუ არა ეს მისი ნებელობა ან მის ნებელობას თუ უშლის ხელს რაიმე აქტი ან პრინციპი სუბსტანციაში და რამდენად შესაძლებელია ამის ცვლილება?!. კითხვები უამრავია და პასუხეგაუცემელიც ალბათ არა, მაგრამ პასუხისმგებლობა გვაკისრია პასუხი ვაგოთ ჩვენს პასუხისმგებლობებზე და იქნებ პასუხის გებაზეც?!.. თემას რომ არ ავცდეთ პირდაპირ განხილვას მივუბრუნდეთ და ცხადად დავინახოთ ის რაც შეიძლება ასე ცხადად არ ჩანდეს და შევქმნათ ერთგვარი სამკუთხედი და ერთმანეთან კავშირით მივიღოთ საერთო მოცემულობრივი სიუჟეტი. სამკუთხედი ბოლო ჟამს ვიმედოვნებ ერთგვარ დასკვნამდე მაინც მიგვიყვანს, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგანც დასკვნის გაკეთება ალაბთ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მაინც იქნა მიღებული და ვიმედოვნებ პროცესში წასული მსჯელობის უკასკნელი მდგომარეობა ისევ ყოველ არსებულ კითხვაზე უპასუხობა არ იქნება და როგორც მრავალი და მრავალი მხოლოდ ახალ და ახალ ასევე გაუცემელ კითხვებს არ გააჩენს. პირველი სიუჟეტი, რომელსაც აქ ავიღებთ ეს არის კაენისა და აბელის გათამაშებული სცენა და გავრკვევთ და ავწონ-დავწონით მოტივებსა და მიზნებს. გავითვალისწინებთ სამივე მხარის პოზიციას თუ არსებობდა იგი რომელიმე მათგანში და შემდეგ უკვე ახალ აღთქმაზე გადავალთ და შევეხებით ორ სიუჟეტს, რომელთაგანც კვანძის შეკვრა იუდასა და ქრისტეს ურთიერთობის ეს მარადიული კითხვისნიშანი იქნება, მაგრამ მსჯელობის შუალედი და ყველაზე ფართოდ განსახილველი მაინც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სცენაა, მაგრამ სანამ ამ სამკუთხედს ერთმანეთთან დავაკვშირებდეთ, მანამდე უნდა სამკუთხედის ერთი კუხე მაინც დავხაზოთ ფურცელზე და შემდეგ ლიტერატურული სულისკვეთებით ვაწარმოოთ ეს თეოლოგიურ-ფილოსფიური გეომეტრია. აბელისა და კაენის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი გამოძახილია ალაბთ თვად „მამა ღმერთის“ რაობის გამოსაკვლევად და შემდეგისთვის ჩვენ უნდა მივიღოთ მის მიერ დაკანონებული?! ძმათა ურთიერთობის ფორმის მნიშვნელობა, რომელიც რაობიდანვე გამომდინარეობს. „შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან“. პირველივე მუხლში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხვდებით რამოდენიმე ფილოსფოსითვის საჭირბოროტო შეპირისპირებასა თუ პარადოქსს. ევას შეცნობა ადამის მიერ იწვევს მის დაორსულებას? რას ნიშნავს უფლისგან შემეძინა კაცი?! და რატომ არის კაენის გამოყოფა აბელისგან შობის აქტში?! რადგანც აბელის წარმოშობა თითქოს სრულიად დაფარულია, ხოლო კაენის შესახებ ნათქვამია, რომ ის უფლის შვილია. არის თუ არა აქ რაიმე დარღვევა ადამიანურ აქტში ანუ ჩვეუბრივსამებრ?! ამაზე პასუხს ამჟამად ჩვენ ვერ გავცემთ და ვარაუდსაც ასე პირდაპირ ვერ წამოვჭრით თუ არ განვაგრძეთ მსჯელობა და ურთიერთობის ფორმაზეც არ გადავედით. ღმერთის მიერ აბელისა და კაენისთვის არსებული ურთიერთობის ფორმა ორივესთვის დამაკნინებელია, რადგან ეს ერთგვარ შეჯიბრობათობის პრინციპამდე დადის და აშკარად გამოხატავს უფლისადმი მონურ სამსახურს. ორივე მათგანი ცდილობს მოიპოვოს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არსებითი რაობა მხოლოდ იმიტომ რომ ეს წყალობაში გარდაიქმნას უფლის მიერ ან უკედ რომ ვთქვათ მიიღონ წყალობა მისგან და დააფასონ მათი მოპოვებული. შეიძლება ითქვას, რომ ორივე პატარა ბავშვის ფსიქოლოგიას შეესაბამება, რომელიც მიმართულა ასიამოვნოს უფროოს ან მას ვინც მასზე გავლენას ახდენს და მისით არის აღფრთოვანებული. კარგად რომ დავუფიქრდეთ კაენი და აბელი ორ ჯარისკაცს გავს, რომელიც მთავარსარდლით შემპყრობილნი არიან და მისით იმდენად აღფრთოვანებულნიც , რომ ფაქტობრივად მისი კეთილგანწყობის გამო არსებობენ. რა თქმა უნდა საქმე მთლად ბავშურ აღტკინებაში არ უნდა იყოს. ამ ურთიერთობას უნდა ჰქონდეს წარსული, რომელმაც ამდაგვარი ფორმა ჩამაოყალიბა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სცენა ურთიერთობის უკანსკნელი აქტია მხოლოდ და უდიდესი ნაწილი მის მიღმა იმალაება და ჩვენ მხოლოდ ვარაუდთა გამოტანა შეგვიძლია. როდესაც ასეთი დამოკიდებულება ჩნდება ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივეს ღმერთის სამართლიანობის უზარმაზარი იმედი აქვთ და რადგანაც სიტყვა „გამოხდა ხანი“, რაღაც გარკვეულ ცარიელ დროს გვაძლევს როგორც აღვნიშნე უნდა ყოფილიყო მათ შორის ურთიერთობის გარკვეული ფორმა, რომელშიც ორივესთვის ღმერთი სამართლიანი განმსჯელია, მათი პატრონი და მთავარსარდალი და მისდამი უსაზღვრო პატივისცემით არიან აღვსილნი, რაც მაინც დროის კონკრეტულ ნაწილს გულისხმობს, როგორც არ უნდა ვთქვათ იქამდე სანამ ხანი გამოხდებოდა ანუ არ მოხდებოდა ის გადამწყვეტი რამ რამაც ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა სამივე პეროსანაჟი დრამისა. ტექსტში დასახელებულია, რომ აბელი მეცხვარე იყო, ხოლო კაენი მიწის მუშაკი. სწორედ ამ „ხანის გამოხდომის“ შემდეგ კაენი გადაწყვეტს მიართვას უფალს მიწის ნაყოფი. რას ნიშნავს ეს „ხანის გამოხდომა“ ?!ან რატომ გადაწყვეტს კაენი მაინც და მაინც სწორედ საკუთარი შრომის უფლისთვის მიძღვნას?! რადგანც კაენი უფლისთის რაიმეს მიძღვნას აპირებს, გამოდის, რომ ურთიერთობის ეს ფორმა არახალი სუალც არ არის, რადგანც კაენისთვის აქ განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ იქნებ თვად კაენის ძღვენია განსაკუთრებული?!, რადგანც კაენი იმას აძლევს ღმერთს, რისი მფლობელიც არის. თითქოს თავის უმათვრეს დანიშნულებას ანდობს და იქნებ სწორედ ამაშიც რაღაც მიზანს იქადის, რომ თვაისი დანიშნულება შეამოწმოს? ან იქნებ კაენის მხრიდან უკვე არსებული ეჭვვის დასტური უნდა მიიღოს ღმერთისგან. იქნებ კაენს აქვს ეჭვი, რომ სწორედ მისივე დანიშნულების გამო იგი მცირეა ღმერთისთვის ვიდრემ აბელი და ამას უსამართლობად მიიჩნევს, რადგან პრობლემა ნაყოფში კი არ არის არამედ მის წარმოშობაში, რომელიც ღმერთისთვის მიუღებელი ხდება რაღაც არსებითად კაენისთვის შესაზარი მიზეზის გამო, რაც მის თვალში ღმერთს ზნეობრივ და პიროვნულ სრულყოფილებას უკარგავს?! იქნებ კაენის ეს აქტი თავისი დანიშნულების შესაბამისი ძღვენი მიართვას უფალს არის თავის დანიშნულების შემოწმება უფლის გადმოსახედიდან?! იქნებ და კაენი სწორედ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ამჩნევს რაიმე ნაკლს და მხოლოდ მაშინ იღებს იქნებ ღვთისთვისვე მიუღებელ რადიკლაურ გადაწყვეტილებას, რომლის წინასწარი შედეგი თავადვე იცის, მაგრამ თან სურს ეს ასე არ იყოს. შემდეგ აბელიც იგივეს აკეთებს, რასაც კაენი ანუ ძღვენს საკუთარი დანიშნულების შესაფერისად არჩევს და შემდეგ ისე აძლევს მას. ამასთან კაენის მიწის ნაყოფი თუ უცნობია ან არ დასახელებული ეს იმას ნიშნავს, რომ კაენისთვის არ აქვს ნიშვნელობა მაინც და მაინც მოაწონებს თუ არა უფალი ძღვენს. თითქოს მის მიმართ ზერელეა და უბრალოდ უნდა გადაამოწმოს უფლის ნება, ხოლო აბელი რჩეულ პირუტყვს ამოარჩევს და ისე მიართმევს, რაც თითქოს მხოლოდ ძმის კონკურენციით და ამასთან უფლისადმი უფრორე დიდი პატივისცემის დამტიცებით არის განპირობებული. უფლის გადაწყვეტილებაც ჩემი მოსაზრებით აშკარად უსამართლოა, რადგან ის ერთს განაგდებს და მეორეს მიიღებს, რითაც აშკარად უკვე ჩათესილ დაპირისპირებას საბოლოო აპოთეოსის სახეს აძლევს. ამასთან აბელის განსაკუთრებული მზადებაც მსხერპლის შესარჩევად უკვე აჩენს იმის ნათელ დასტურს, რომ აბელს სწორედ მიზანდ აქვს ძმასთან უპირატესობა ღმერთან დაამტკიცოს და ეშინია კიდეც რომ ძმამ არ ჩამოართვას ან უფრო მეტად არ მოიპოვოს ეს წყალობა. თითქოს აბელი შეპყრობილია ძმასთან შეჯიბრით და უფლის წყალობის სურვილით არის აღგზნებული, ხოლო კაენისთვის ამას არსებითი ღირებულება არც გააჩნია, მაგრამ აშკარად ხედავს ცხოვრების ნირის შეცდომას და ამავდროულად უსამართლო უპირატესობის გამოკვეთასაც, რომელიც თითქოს აქამდე იმალებოდა მოჩვენებითი თანასწორობის მარადიული დასტურით, რომელიც ვფიქრობ იმ არაღწერილ დროში უნდა იქნეს გადანახული, რასაც ბიბლიაში ვერ ვხდებით. თითქოს კაენის ამ მზაკვრულმა ანკესმა ღმერთის საბოლოოდ გამოტეხა არჩევანში?!. მაგრამ ამის თქმა ასე დაბეჯითებით არ შეიძლება, რადგან ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მისივე სიტყვებიდან ჩანს ის უმთვარესი ეჭვის დამადასტურებელი, რომელიც შესაძლებელია, რომ კაენის შემდეგ მოქმედებებს ლოგიკური ახნის საშუალებას აძლევს. „რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქმნელი ხარ თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მნელი არ ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“. ჩვენ თუ ამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ, მაშინ ღმერთის ეს მორალური დარიგება სრულიად არ იქნება ჩვენთვის გაუგებარი და შესაბამისად მას ვერაფერში ვერ დავადანაშაულებთ, როგორც გამომცდელს, მაგრამ ჩვენ არც ღმერთის სახის შესახებ გვაქვს რეალურად რაიმე სახის დამადასტურებელი ინფორმაცია და არც წარსული ურთიერთობიდან ვიცით რაიმე და შესაბამისად არც იმის გარანტია არ გვაქვს, რომ ეს ღმერთის კიდევ ერთი სიტყვით დაძვრენის მცდელობაა, რომ კაენის წინაშე მისი რეალური სახე დამალოს, რაც კაენს არ ეპარება და მის ეჭვს საბოლოოდ ადასტურებს. ადასტურებს აბელის უპირატესობასაც საბოლოო ჯამში და იქნებ უსამართლოს? –„ უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ ველად. და როცა ველად იყვნენ, დაეცა აბელს კაენი და მოკლა“. ამ მუხლიდანც ჩვენ გვიჩნდება რეალური ეჭვი, რომ აბელსა და კაენს შორის უკვე უფლისგან დამოუკიდებელი შიდაგანსჯა დაიწყო, რადგან ტექსტი იმას არ ადასტურებს, რომ აბელმა არ იცოდა რისთვის მიდიოდა ველად. შესაძლებელია რომ სწორედაც კაენის შემოთავაზებით ისინი არკვევენ ერთმანეთში არსებულ კონფლიქტს, რადგან სიტყვები „ველად იყვნენ“ ადასტურებს იმას, რომ იქ მათ რაღაც გარკვეული დრო გაატრეს და შემდეგი სიტყვა „დაეცა“ უკვე არსებული კონფლიქტის უკანსკნელ დეტალს ახამურებს ან მალავს კონფლიქტს და მისი ბოლოთი მხოლოდ კაენის ქმედებას უსვამს ხაზს, რაც შესაძლებელია ისტორისს გადმომცემლის პრინციპულად განძრახვით ჩადენილი ქმედებაა?!.. ყოველშემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ კაენმა სწორედ ურთიერთშეპირისპირების ფონზე მოკლა აბელი, რომლიდანც შესაძლებელია იგივეს ელოდა, რადგან ტექსტი ფარულად ძმათაშორის ხანგრძლივ კონფლიქტს უფრო ადასტურებს, ვიდრემ აბელის მიამიტობასა და ვითარების არცოდნას. საქმე უკვე არსებითად იქ არის სავალალო, როცა ცხადი ხდება რომ ძმათა შორის კონფლიქტი წარმოშობილია და ამის უმთავრესი მიზეზი ღმერთი და მისი ქმედებებია. ამის შემდეგ ღმერთი იგებს აბელის მკვლელობას, რაც მისთვის უზარმაზარ დარტყმად ცხადდება საკუთარივე თავში, რითაც კიდევ უფრო გამოკვეთს იმ გრანდიოზულ მნიშვნელობას აბელის, რაც მას ღმერთისთვის გააჩნდა, რადგანც თუ სიკვდილის დამთესველი ან დამკანონებელი ღმერთისთვის პირდაპირი ფორმით სიკვდილს ასეთი ზემორალური მნიშვნელობა წესით არ უნდა ქონოდა თუ არა პიროვნული ინტერესი თუ მნიშვნელობა აბელის მიმართ, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა პირველი მკვლელობაც არ იყოს!.. მაგრამ რას ღებულობს ამით კაენი.?!ამით კაენი დევნილი და ტანჯული ხდება სასჯელის მიერ და იქნებ სწორედ ამით იღებს ის დამოუკიდებლობას ანუ საკუთარი არჩევანით განუდგება ღმერთს და იცის ამის ფასი, რომ ეს ტანჯვას მოუტანს, მაგრამ მასთან განდგომა ნიშნავს თუ არა ჭეშმარიტებისგან განდგომას? ამაზე პასუხი არსებობს ან იქნებ თვად კაენი ადგება ჭეშმარიტებისკენ მიმავალ დამოუკიდებლ გზას. ეს ხომ რევოლუციური აზროვნების მთელი გამოვლინებაა. ის იღებს ნებაყოფლობით სასჯელს და ცვლის აზროვნების სისტემას. თუ იმ დრომდე ადამიანი იყო დამოკიდებული ღმერთზე და მისთვის ცხოვრობდა და არსებობდა და მისი ქმედებები იყო განკუთვნილი სხვისთვის ახლა ჩანს პირდაპირი უარყოფა და კონფლიქტი ღმერთთან, რაც უდიდესი დანაშაულით ანუ უარყოფის ზეგამოვლინებით საკუთარი ნებით სიცოცხლის მოსპობით მთვარდება და სამკუთხწედის ერთ მონაწილეს აქრობს და რჩება კაენი ღმერთის პირისპირ დევნილი და ტანჯული. ეს არის აზროვნების აბსოლიტური გადატრიალება პიროვნებაში. ღმერთის გაუთვითცნობირებელი მორჩილებიდან და მსახურებიდან ნებით უარყოფაში და სიმამაცეშიც კი რამეთუ მან იცის სასჯელის სიმძიმე რაც მის პროტესტს უნდა მოყვეს. მაგრამ სანამ იოანე ნათლისმცმელის თავისკვეთის სცენაზე გადავიდოდეთ აქვე უნდა აღვნიშნო ერთი უმნიშვნელოვანესი რამ. იმ ღმერთმა, რომელმაც ადამს ხორცის ჭამა აუკრძალა და მცენარეებითა და მიწის ნაყოფით საზრდოობა დაუწესა იღებს ხორცს ადამიანისგან და უარყოფს მიწის ნაყოფს. იქნებ ეს არის ღმერთის მრწამსის ცვილება! ხორცი როგორც საჭმელი მეტ სიამოვნებას უნდა გვრიდეს და ცხოველური ინსტიქტებს აღვივებდეს. იქნებ აქ ღმერთის დეგრადაციის ნიშანიცაა, რასაც კაენი ფარდას ხდის?! იქნებ ღმერთი როგორც მორალური კონსპექტი სულიერ მშვენიერებასა და მარხვით სიწმინდეს ცვლის ხორციელ სიამოვნებაზე და საერთოდ სიამოვნების შეგრძნებაზე? იქნებ აქ სწორედ დაცემა უნდა შევნიშნოთ ფაქტიდან გამომდიანრე და შესაბამისად კაენის პროტესტი მორალური უსამრთლობისადმი გამოხატულ დაპირისპირებად?!. ეს კითხვა ჯერ კითხვად დავტოვოთ და უკვე იოანე ნათლისმცემლის ამბავზე გადავიდეთ, სადაც მის თავისკვეთაში მონაწილეობს იმპერატორი ჰეროდე, მისი ცოლი ჰეროდია და მათი შვილი, პატარა გოგონა სალომე. აქაც უმთავრესი როგორც წარსულ სიუჟეტში ძამათ კონფლიქტია, ოღონდ აქ აზროვნების სისტემა მკაცრად შეცვლილია. ადრე თუ აბელი და კაენი ღმერთის წყალობისთვის იბრძოდნენ, ახალი აღთქმის დროს მთლინად შეცვლილია ცნობიერება და ძმები ერთმანეთს უპირისპირდებიან ადამიანის გამო. შესაბამისად ადრე თუ ძღვენი უნდა შეგექმნა რომ ძღვენი მიგეღო ახლა შენ იბრძვი კონკრეტული ვითარებით ძღვენის მისაღებად, რომელიც ასევე პიროვნებაა და შესაბამისად აქ უკვე ყოველივე დადის ადამიანის როგორც დასკმაყოფილებელი და სრულყოფილი ძღვენის რაობამდე, რადგან ადრე თუ ღმერთის წყალობა იყო უმთავრესი ძღვენი ადამიანისთვის ახლა ადამმიანის უმთვარესი ძღვენი სხვა ადამიანია და ჰეროდე არაფრადაც კი არ აგდებს ერთი შეხედვით ღვთის ნებას და მისგან გამოგზავნილ იოანე ნათლისმცემელს აპატიმრებს, რომელმაც ჰეროდეაც და ჰეროდიაც ღვთის კანონის წინაშე დამნაშავეებად სცნო, მაგრამ ყოველივე თითქოს ფარულ თითქოს და რაღაცაზე დამოკიდებულ აბსურდის თეატრს წააგავს, რადგანც ჰეროდე ციხეში დაპატიმრებულს არაფერს ავნებს. ყველაზე იდუმალი ამ პროცესში ბავშვის და მისი ხელოვნების ჩართვაა, რომელიც ნადიმზე იქნება მოწვეული ჰეროდეს მიერ და მისი უმანკო ცეკვით გახელებული სრულ ექსტაზში ვარდება. აქ როგორც რენე ჟირარი იტყოდა გრძნობათა იდენტური აღქმა ვლინდება, რადგან რასაც განიცდის სალომე იმ დროს იმავე ექსტაზსს იღებს თითქმის ჰეროდეც და ფაქტობრივად ტყვევდება მისგან, რის შემდეგაც აღტაცებული ჰეროდე ბრბოს წინაშე ნახევარ სამეფოს დაპირდება სალომეს და ეტყვის, რომ მის ნებისმიერ სურვილს შეასრულებს, მაგრამ ნუთუ ამ მომენტში გაბრუებული ჰეროდე სრულიად ცხად კონტაქტს ამყარებს რეალურ სივრცესთან და საკუთარ თავთან?!. ჯერ ერთი ის ნადიმზეა და მისი შვილის ხელოვნების წარმოჩინებას ბრბოს წინაშე ცდილობს და იქნებ მისი გამოხატულება, რომ ნებისმიერ სურვილს აუსრულებდა ბრბოს წინაშე აბსოლიტური თვითნებური გამოხატვის და უპირატესობის შეგრძნების დასტურია და იმ ჟამს, როდესაც ბრბოს წინაშე ჰეროდე საკუთარ უპირატესობასა და დიდებულებას ამტკიცებს სწორედ ამ დამტკიცების აღტკინების მეტობით სრულად ექცევა მისი გვალენის ქვეშ და საკუთარ თავს კარგავს?, რადგანც ქვეცნობიერმა ამოატოვტივა რომ ნახევარ სამეფოს მისცემს. რატომ არა მთლიანს? იქნებ ეს აღტკინება მას მთლინად არ მოიცავს და მხოლოდ მის ნახევარ პიროვნებას იპყრობს, მაგრამ რაღაც დაჟინებითის ხარჯზე ის მაინც აღტაცებით დებს პირობას, რომ ნებისმიერ სურვილს შეასრულებს. ბავშვი კი უმალ დედასთან გადის, რაც იმის ეჭვს ბადებს რომ ის თითქმის ისევე როგორც აბელი და კაენი ღმერთით, აღტაცებულია დედამისით, რომლისთვისაც პრინციპში ძმათა ომი ხდება. შესაბამისად ბავშვში ერთი შეხედვით მხოლოდ განცდა და მისგან აღტაცება არსებობს და არა აზრი ანუ რაიმე კონკრეტულისთვის ბრძოლის სურვილი, მაგრამ რაიმე კონკრეტულს ანუ სურვილს, რადგან განცდა როგორც ჩანს სურვილი ვერანირად ვერ იქნება. სურვილი უკვე რაიმე აზრია, რომელიც განცდას უნდა მოყვეს და იქნებ კავშირიც კი არ ქონდეს განცდასთან. სურვილი კი უკვე ჩამოყალიბებული აზრის სახით უნდა იკითხებოდეს და ამას ბავშვი დედისგან იღებს, რომელიც მას უბრძანებს რომ მას ესაჭირდოება იონე ნათლისმცემლის თავი. ბავშვი გახელებული გადის მამასთან და აცხადებს მე მჭირდება რომ ლანგრით მომართვან იოანე ნათლისმცემლის თავი. რატომღაც, ჟირარიც აღნიშნავს, აქ დარღვეულია დედის სიტყვების შინაარსი და ასევე ჩანს, რომ ბავშვის ერთადერთი დამოუკიდებელი სურვილი ეს ლანგარია ანუ არსებული აღქმის და შეიძლება სრულიად მცდარად აღქმულის კიდევ უფრო სასტიკ ფორმაში გადაყვანა და არა მისი ცვლილება. რა გარანტია გვაქვს რომ ჰეროდეამ იოანე ნათლისმცემელის თავში სწორედ მისი არსება არ იგულისხმა და მაინც და მაინც რატომ უნდა ჩავთვალოთ თავში განცხადებულად სიკვდილი?(რაშიც უთუოდ ცდება ჟირარი) იქნებ ჰეროდეას არჩევანი სწორედ იონე ნათლისმცემელში მდგომარეობდა! მაგრამ ბავშვის აღქმამ ეს მთლინად საკუთარ ნებაზე გამოძერწა და თან ისიც დააფიქსირა რომ მას მკვეთრეად საკუთარი ნებაც გააჩნდა, რადგანც „ლანგარი“ უკვე მისი შემოქედება და სრულიად დამოუკიდებელი განცხადი გახლდათ. იგი გახელების ჟამს იმდენად იყო შეპყრობილი რაიმე დემონურისა და სატანურის სურვილით, რომ იქნებ არსებითად უმთავრესი სიკეთე დაამახინჯა და სასტიკ ფორმებში დაამტკიცა საკუთარივე ნებით ჩასახული სისასტიკე, რომლის მსხვერპლი ნებისმიერ აღმოჩნდებოდა და თავისთვისვე ცხადი თვითცნობიერბეის არსებობის შემთხევაში და იქნებ ყვეალც კი? ფაქტია სალომემ მიიღო გადაწყვეტილება და დედით შთაგონებული შესაძლებელი სიკეთე უდიადეს ბოროტებაში გარდაქმნა და დაამტკიცა მთელი სისასტიკით და თავად ჰეროდე იძულებული გახადა იქნებ ამ ჯაჭვის მთავარი ატრიბუტი სიკვდილის და თანაც სასტიკი სიკვდილის მსხერპლი გამხდარიყო. ჰეროდე რომელიც ბრბოთი არის აღტკინებული ნუთუ ვერ ეწინააღმდეგება საკუთარ სიტყვას?!. არ აქვს ამის ძალა და სურვილი?!. ბიბლია ამბობს რომ ჰეროდეც მწუხრდება, რადგან სავარაუდოდ არც მას უნდა მოკვდეს იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ სიტყვას ვერ ტეხს და იქნებ იმიტომ რომ იგი ნახევრად სალომეთი და ნახევრად ბრბოს წინაშე დადებული პირობითაა შეპყრობილი და საკუარ თავს კარაგვს, მაგრამ იქნებ და ბრბო ტყუილია და უბრალოდ ამას ჰეროდე ვერ გადადის და ვერ აცნობიერებს, რადგან ნუთუ შესაძლებელია ჭეშმარიტება ბავშვს მივანდოთ და ისიც კანონის სახით?!. იქნებ და სწორედ ამ კანონში. ამ თითქოს დაურღვეველ კანონში?! დევს ქრისტეს ჯვარცმის და მისი ჯვარიდან ვერ ჩამოხნის საიდუმლო საკუთარივე თავის მიერ?!
--------------------
გოგი ვარ ეს აკკაუნტი მაჩუქა night-blue მ 10/02/2018 მდე რაც კი რამე დაწერილა ამ აკკაუნტიდან ყველა მესიჯი ეკუთვნის მასე 10/02/2018 ის მერე უკვე გოგის პოსტებია!!!
|