თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებს
08.10.2018 / 18:09
რუსეთი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. დეპუტატი შანტაჟს უწოდებს იმას, რაც ევროსაბჭოში ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება.
„რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე, არ იხდის საწევრო გადასახადს, რომელსაც სხვა წევრები იხდიან და ამბობს, რომ თუ უპირობოდ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ დატოვებენ ევროსაბჭოს. რუსეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს წინაშე და თუ ის ამ ვალდებულებებს შეასრულებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენ სანქციების მოხსნაზე და არა სანქციების მექანიზმის გაუქმებაზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
მისივე თქმით, თუ ევროსაბჭო რუსეთის შანტაჟს დაჰყვება, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება. „საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო აცნობიერებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შანტაჟს დაჰყვება ეს ორგანიზაცია და ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ყველასთვის. ამიტომ ამ ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული დისკუსიები იქნება ამ კვირის განმავლობაში. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას ეხმიანება, ანუ წევრი ქვეყნების ვალდებულებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის პოზიციაა, რომ მექანიზმი დარჩეს ისე, როგორც დღეს მუშაობს. სანქცირების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს და რუსეთს მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
http://www.interpressnews.ge/ka/article/51...bas-ar-asrulebs1801 წლიდან დღევანდელ დღეს ჩუგოშვილის ნათქვამამდე ყველაფერი შესრულებული აქვს კრემლს
This post has been edited by მაწო:)) on 8 Oct 2018, 18:57
რუსეთს რა . . .
. . . ჩლენის კვრა