Top Gear-ის ლეგენდარული წამყვანები რიჩარდ ჰამონდი და ჯერემი კლარკსონი საქართველოში არიან. ისინი ბათუმში იმყოფებიან.
როგორც ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი "ავტობილდთან" საუაბრში აცახდებს, მათ ბათუმის ბულვარში გადაცემის გადაღების ნებართვის თხოვნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმართა. სხვა დანარჩენი ინფორმაციის გავრცლება კი არ შეუძლიათ ვინაიდან პროტოკოლი ავალდებულებთ.
ხოლო ტურიზმის დეპარტამენტში აცახდებენ, რომ ბათუმში ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების ინიციატივით მათ, თავად The Grand Tour-ის მენეჯმენტმა მიმართა და მათ უბრალოდ იშუამდგომლეს ბათუმის მერიასთან. სხვა დამატებით ინფორმაციას არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასაჯაროვებენ.
საუაბრია გადაცემა The Grand Tour-ის ერთი-ერთი ეპიზოდის გადაღებაზე, რომელიც აჭარაში უდნა მოხდეს. თუ გავრცელებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ გადაცემაში BMW 8 Series, Bentley Continental, და Aston Martin DBS Superleggera გადაიღეს.
უფრო კონკრეტულად კი როგორც „გეო ფილმ პროდაქშენის“ აღამასრულებელმა დირექტორმა ია თაბაგარმა „ავტობილდს“ განუცხადა მათ კომპანიას ადრეც გაუწევია ლოჯისტიკური მომსახურება The Grand Tour-ის ჯგუფისთვის, მათ შორის იყო გასულ წლებში გადაღებული ახლო აღმოსვლეთის ეპიზოდი, შესაბამისად ეს მომართვა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და კომპანიამ ამჯერადაც მხოლოდ ტექნიკური საკითხები მოუგვარა გუნდს.
როგორც თაბაგარი აცხადებს კლარკსონი და ჰამონდი არა მხოლოდ ბათუმში არამედ აჭარის ზღვისპირა ზოლის სხვა პუნქტებში, ქუთაისის შემოვლით გზაზე და თავად ქალაქ ქუთაისშიც კი იღებენ გადაცემას, საუბარია საკმაოდ მასშტაბურ ეპიზოდზე რომლისთვისაც მათი კომპანია ათამდე ავტომობილით უწევს მომსახურებას სტუმრებს.
მისივე თქმით ის სამი ავტმობილი, რომელიც ამ ეპიზოდში გადაიღეს თავად The Grand Tour-მა ჩამოიყვანა. გადაღებები ახლაც მიმდინარეობს და ის ეთერში დიდი ალბათობით მომავალი წლის დასაწყისში გავა.
ია თაბაგარს ვკითხეთ, როგორ მოსწონს კლარკსონს და ჰამონდს საქართველო და გარემო რომელშიც იმყოფებიან, რაზეც გვიპასუხა რომ ისინი დიდ სითბოს და ყურადრებას გრძნობენ ხალხისგან რომლებიც მათ ქუჩაში ცნობენ და რათქმაუნდა სამზარეულოთიც კმაყოფილები არიან.
https://www.autobild.ge/index.php?option=co...=158&lang=ka-GEhttps://1tv.ge/news/cnobili-britaneli-wamyv...saqartveloshia/მოკლედ დიდებული ამბავია!