წინათგრძნობას ხშირად გადავურჩენივარ, ზოგჯერ ვერც მომისწრია ხოლმე რაღაც საქმის დასრულება, ან პირიქით, თავშეკავების/ყურადღების გამოჩენა, რომ მაშინვე დამდგარა გადაუდებელი აუცილებლობა.
თუმცა, ასეთი სახის წინათგრძნობა, უფრო გამოცდილება მგონია.
უფრო ხშირად კი წინათგრძნობას მწარედ მოვუტყუვებივარ (be careful what you wish for).
ზოგჯერ ისე მჯეროდა და იმ დონემდე ვიყავი დარწმუნებული, ისეთი იმედი მქონდა, რომ ესა თუ ის მოვლენა აუცილებლად მოხდებოდა, რომ ლამის უკვე დამდგარი რეალობა მეგონა, სინამდვილეში კი ყველაფერი სულ სხვანაირად ხდებოდა.
ან პირიქით, არასდროს მჯეროდა, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ რაღაც ნანატრი მართლაც მოხდებოდა, თუმცა, სურვილები ხშირად ახდენილა, მაგრამ აღმოჩენილა, რომ თურმე სულაც არ ყოფილა ის, რაც ნამდვილად, გულით მსურდა