ხაშურში გუშინ საღამოს უკიდურესად გაჭირვებულმა ნაქირავებში მცხოვრებმა 3 შვილის მამამ დათო კილაძემ მერიის წინ თავის დაწვა სცადა სოციალური დახმარების მოხსნის გამო. პოლიციამ დროულად მიუსწრო ბენზინ გადასხმულ ადამიანს და ცეცხლისგან გადაარჩინა..

ადგილობრივმა დავით კილაძემ თავის დაწვა, მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო სცადა. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,დია” ავრცელებს.
ის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობს, გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა.
“რაღაც პირადული მიზეზით მომიხსნეს სოციალური დახმარება. ვცხოვრობ ქირით, ფეხმძიმე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სხვა გზა არ დამიტოვეს,
მშიერი შვილების ყურება აღარ შემეძლო უბრალოდ. მივედი მერიაში და მერთან შეხვედრა ვითხოვე, მინდოდა წამოსულიყო ჩემს საცხოვრებელში და ენახა რა პირობებში ვცხოვრობთ, საიდანაც ალბათ, მალე გამოგვასახლებს ბინის მეპატრონე და მისი თანამშრომლებისგან მხოლოდ დაცინვა მივიღე“- გვითხრა დავით კილაძემ.
დავით კილაძე აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მისი პრობლემის მოსმენის ნაცვლად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიცია გამოიძახა.“გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს“-განაცხადა დავით კილაძემ.
ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და შესაბამისი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
Read more at
https://primetime.ge/news/1538817287-%E1%83...hdzGEvMUI0my.99თემას იმიტომ ვხსნი რომ უტიფარ ქოცებმა , ბოლო ბოლო შეიგნოთ
თუ რა მდგომარეობაში გყავთ საზოგადოება
ადამიანს როგორ უნდა გიჭირდეს რომ ამ მათხოვრულ კაპიკებზ იყო დამოკიდებული და ასეთ რამეზე მიდიხარ
როგორ არ გრცხვენიათ ვინც ამ მილიონერებად ქცეულ წურბელებს ამართლებთ?
ხალხს მიხედეთ, დედამიწაზე ჯოჯოხეთი მოუწყვეთ და ამაში ყველა 41 ის შემომხაზველს გაქვთ ხალხის ცოდვა აკიდებული
There exist 3 types of pro-russian Georgians. The first are mentally russified Georgians who can only be cured by eventual death. The second are idiots who know nothing about history. The third are supporters of mass corruption as they get benefits from it