sergi_dinamoდინამო ძალიან კარგად მუშაობს ამ კუთხით,შედარებაც არ შეიძლება,დინამოს ნახევარს რო აკეთებდნენ სხვები,ბევრად კარგი სიტუაცია იქნებოდა + ლოკომოტივი.
ტორპედოც აქტიურად მუშაობს სოშალ მედიის მიმართულებით,დილაც ცდილობს.
საბურთალოც დაიქოქა,გაგრადან წაიყვანეს კადრი და ექნებათ კონტენტი.
დანარჩენები უკომენტაროდ,რამე რო მიუთითო ან აჩვენო,ყველა ცუდ ტონად და წყენად იღებს.
სოციალური მედიის კუთხით უკეთესი სიტუაციაა ვიდრე დიჯითალი,ანუ საიტი.
ოდნავი წინსვლები არის
მაგალითად სიონი ასე დებდა დასაწყისში შემადგენლობას

ახლა აიყვანეს ვიღაც და ესე დებენ

უეფას ტიპი იყო ჩამოსული სოშალ და დიჯითალ საკითხებში ვინცაა,ანუ გვყავს უეფადან მომაგრებული ტიპი და გვაძლევს რეკომენდაციებს,გვადევნებს თვალს,გაგვიწერა KPI-ები და უნდა შესრულდეს ეს ციფრებში,ამის ვალდებულება გვაქვს. დავწერეთ სტრატეგია,რომელიც შემდეგ მან დააკორექტირა და ა.შ.
ხოდა ერთი რაც წელს ყველაზე მეტად მინდოდა იყო ეროვნული ლიგის ყველა კლუბის ფეიჯების ვერიფიცირება,შემდეგ ლიგა 2-ის,რადგან პირველ რიგში ვერიფიცირებული კონტენტი კარგია,მეორეც იყო რაღაც შემთხვევები,მაგალთად ტორპედოს ოფიციალურ ფეიჯზე კარგად რაღაც სხვა ფანების მიერ გაკეთებული ფეიჯი იყო,რომელიც რაღაცეებს წერდა და ზოგი ვერ არჩევდა და იღებდა როგორც ოფიციალური ფეიჯის მიერ გავრცელებული განცხადება და ამიტომ ბევრი რაღაცის გამო საჭიროა ვერიფიკაცია.
გავაკეთე ყველაზე ფაილი,გავაგზავნე უეფაში და თითქმის ყველაზე უარია ჯერ-ჯერობით და დაპაუზებულია,კონტენტიდან გამომდინარე არ უკეთებენ ეფრუვს,ასევე ბევრი ვიდეოებზე იყენებდა არალიცენზირებულ მუსიკას,რომელიც უნდა იყიდო საავტორო უფლებების გამო და მაგათაც რო აგდებს,აფერხებს ამ პროცეს და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა

ყოველ კვირა მააფდეითებენ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერია სასიხარულო ამ კუთხით და სახარბიელო. ლოკომ და დინამომ თავისით გაიკეთეს ადრე,სოშალ შარქებით სავარაუდოდ,რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
არადა უეფას ბენჩმარქეტინგ რეპორტები რო ნახო გული მოგიკვდება,ისე კარგად იყენებენ სოციალურ არხებს კლუბები,ჩვენ ძალიან უკან ვართ. კომერციული და შემოსავლის მხრივ კი არა,ზოგადად ინფორმაციის მიწოდების და ათვისების კუთხით.
ამათთან შედარება უხერხულია,უბრალოდ ჯასთ ინფორმაციისთვის რომა,Full Time-ის ბანერს,ანუ ანგარიშს რო წერენ შეხვედრის ბოლოს,მარტო მაგ ბანერს ყიდის 16 სხვადსხვა კომპანიაზე,ანუ ანგარიში რო იდება იმ პოსტერზე კომპანიის ლოგო ჩანს. თან ყიდიან სხვადასხვა ქვეყნებში,ანუ გეოგრაფიულად უშვებენ,სიტყვაზე გერმანიაში თუ ყიდიან მაგალითად გერმანულ რაიმე ლუდის კომპანიაზე,გერმანიაში უჩვენებს იმ კონკრეტულ ბანერს ყველა მომხმარებელს,ჩინეთში სხვას,ამერიკაში სხვას და ა.შ. ძალიან მაგარი საშუალებაა ამ კუთხით ფლეისმენთით ფულის შოვნის და ძალიან ბევრი ახალი პლატფორმა იხსნება. თან ისეთ ინგეიჯმენთს დებენ,ნებისმიერი კომპანიისთვის გამართლებულია მაგაში ფულის გადახდა.
ჩვენც გვინდა რაღაცეებზე გასვლა ამ მიმართულებით,ოღონდ ეროვნული ნაკრებით,ელიგიდან ჯერ აზრი არ აქვს.